ისტორია

10:04 | 22.04.2017 | ნანახია [] - ჯერ

22 აპრილი მსოფლიო სპორტის ისტორიაში

1967 – დაიბადა ფელიქს სავონი (კუბა). მძიმე წონის მოკრივეთა შორის სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი (1992, 1996, 2000). მსოფლიოს 7-გზის ჩემპიონი, ოთხჯერ იმარჯვა მსოფლიო თასზე. პანამერიკული თამაშების სამგზის ჩემპიონი. 1996 წლის ატლანტას ოლიმპიურ თამაშებზე მეოთხედფინალში დაამარცხა გიორგი კანდელაკი.

მნიშვნელოვანი ფაქტები

1876 - ჰოკეის ეროვნულ ლიგაში პირველი მატჩი ჩატარდა – “ბოსტონ რედ კაპმა” “ფილადელფის ატლეტიკს” 6:5 მოუგო.

1906 - თანამედროვეობის პირველი ოლიმპიური თამაშების 10 წლისთავთან დაკავშირებით, ათენში საიუბილეო ოლიმპიადა გაიხსნა.

1917 - შოტლანდიის ეროვნულ საფეხბურთო პირველობაში გლაზგოს “სელტიკის” 63 მატჩიანი წაუგებელი სვლა დაასრულა. “გლაზგოელი კათოლიკეები” “კილმარნოკთან” 0:2 დამარცხდნენ.

1954 - ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში შეტევის წარმოებისთვის 24 წამი დააწესეს და 6 გუნდური ჯარიმის წესი შემოიღეს.

1969 - სუპერმძიმე წონითი კატეგორიის მოკრივეთა შორის, ჯო ფრეზერმა დეივ ზიგლევიკი წუთსა და 36 წამში დაამარცხა და მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

1969 - რობინ ნოქს-ჯონსტონმა 312 დღიანი ნაოსნობა დაასრულა.

1978 - პელემ ნიგერიის ნაკრების შემადგენლობაში ითამაშა. “ფეხბურთის მეფემ” აფრიკის ფეხბურთის მხარდასაჭერ აქციაში მიიღო მონაწილეობა და ტაიმის ნახევრის განმავლობაში იასპარეზა. ამ აქციის შემდეგ ნიგერიაში სამოქალაქო ომი შეწყდა. საფეხბურთო შეხვედრაც ამ მიზანს ისახავდა.

1981 - თბილისის “დინამო” თასების თასის გათამაშების განმეორებით ნახევარფინალურ მატჩში, როტერდამში “ფეინოორდთან” 0:2 დამარცხდა (პირველი შეხვედრა ქართველებმა 3:0 მოიგეს). ამ შედეგით “დინამო” ფინალში გავიდა. “დინამო”: გაბელია, კოსტავა, ჩივაძე, ხინჩაგაშვილი, თავაძე, დარასელია, სვანაძე (კაკილაშვილი), სულაქველიძე, გუცაევი, ყიფიანი, შენგელია. მთავარი მწვრთნელი: ნოდარ ახალკაცი.

1993 - შვედი ჩოგბურთელი ბიორნ ბორგი მომღერალ ლორედანა ბერტეს გაშორდა.

1994 - სუპერმძიმე წონითი კატეგორიის მოკრივეთა შორის, მაიკლ მიურერმა ევანდერ ჰოლიფილდი 12 რაუნდიან ორთაბრძოლაში დაამარცხა და მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

1995 - სუპერმძიმე წონითი კატეგორიის მოკრივეთა შორის, ჯორჯ ფორმენმა აქსელ შულცი 12 რაუნდიან ორთაბრძოლაში დაამარცხა და მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

2005 - საფრანგეთის ფეხბურთელთა ნაკრების ყოფილ გოლკიპერ ფაბიენ ბარტეზს ამხანაგურ შეხვედრაში მსაჯის შეურაცხყოფისთვის, ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციამ ექვსთვიანი დისკვალიფიკაცია მისცა. აქედან მეკარე სამი თვის განმავლობაში მწვანე მინდორს ახლოსაც არ უნდა გაჰკარებოდა, დარჩენილი სასჯელი კი, პირობითი უნდა ყოფილიყო.

2006 - უკრაინელმა ვლადიმირ კლიჩკომ კრის ბერდი მეშვიდე რაუნდში ნოკაუტით დაამარცხა და IBF-ის ვერსიით სუპერმძიმეწონოსან პროფესიონალ მოკრივეთა შორის მსოფლიოს ჩემპიონი გახდა.

2007 - სოფიაში გამართულ თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ევროპის ჩემპიონატზე, გელა საღირაშვილმა (74 კგ) მეორე ადგილი დაიკავა. ბრინჯაოს მედალი მოიპოვა 96 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე გიორგი გოგშელიძემ.

2007 - იტალიის სერია A-ში “სიენაზე” გამარჯვების შედეგად, მილანის “ინტერმა” ქვეყნის ჩემპიონის ტიტული გაინაღდა.

2008 - “ბოსტონ სელტიკსის” წევრი კევინ გარნეტი დაცვაში ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის წლის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს.

2012 - მონტე კარლოს “მასტერზ1000”-ის საჩოგბურთო ტურნირი რაფა ნადალმა ზედიზედ მერვედ მოიგო. ფინალში ესპანელმა სერბ ნოვაკ ჯოკოვიჩს 6:3, 6:1 მოუგო. ნადალმა თავისი 20-ე მასტერზი და ATP-ის 47-ე ტიტული მოიგო.

ამ დღეს დაიბადნენ

1876 - გეორგ ლურიხი. ესტონელი მოჭიდავე და ძალოსანი. სიმძიმეების აწევაში მსოფლიოს 19-გზის ჩემპიონი.

1924 - ტორბიერნ სვენსენი. ლეგენდარული ნორვეგიელი ფეხბურთელი (ამპლუით მცველი). ქვეყნის ეროვნულ ნაკრებში ჩაატარა 104 მატჩი. გუნდის კაპიტანი იყო 93 შეხვედრაში.

1931 - რობერტ დიქსონი (კანადა). ჰოკეიში 1948 წლის ზამთრის ოლიმპიადის ჩემპიონი.

1938 - ჰენკ გროოტი. 1950-60-იან წლებში ამსტერდამის “აიაქსის” ფორვარდი. ქვეყნის ჩემპიონატების მატჩებში გაიტანა 161 გოლი და ამ მაჩვენებლით “აიაქსში” მეოთხე პოზიცია უკავია. Hოლანდიის ჩემპიონი და თასის სამგზის მფლობელი.

1939 - იური შაროვი. საბჭოთა მოფარიკავე. 1964 წლის ოლიმპიური ჩემპიონი. 1968 წლის ოლიმპიადის ვერცხლის მედლის მფლობელი.

1948 - ვალერი გასი. საბჭოთა ხელბურთელი. 1976 წლის ოლიმპიური ჩემპიონი.

1949 - სპენსერ ჰეივუდი. ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ვარსკვლავი. გამოდიოდა “სიეტლ სუპერსონიკსსა” და “ნიუ იორკ ნიკზში”. 1968 წლის მეხიკოს ოლიმპიადის ჩემპიონი.

1960 - ლოიდ ჰანიგენი (დიდი ბრიტანეთი). კრივში 1986 წლის მსოფლიოს ჩემპიონი.

1963 - კრეიგ რობერტსონი. “დამფერმლაინის” მწვრთნელი.

1967 - ფელიქს სავონი (კუბა). მძიმე წონის მოკრივეთა შორის სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი (1992, 1996, 2000). მსოფლიოს 7-გზის ჩემპიონი, ოთხჯერ იმარჯვა მსოფლიო თასზე. პანამერიკული თამაშების სამგზის ჩემპიონი. 1996 წლის ატლანტას ოლიმპიურ თამაშებზე მეოთხედფინალში დაამარცხა გიორგი კანდელაკი.

1968 - ივაილო იორდანოვი. ბულგარეთის ნაკრების, სოფიის ცსკა-ს და ლისაბონის “სპორტინგის” მცველი. ბულგარეთის ნაკრებში ჩაატარა 50 მატჩი, გაიტანა 3 გოლი. 1998 წელს დაასახელეს ქვეყნის საუკეთესო ფეხბურთელად. პორტუგალიაში მოიპოვა ქვეყნის ჩემპიონობა, თასი და სუპერთასი.

1968 - პაატა მაჭუტაძე. ბათუმის “დინამოს” ფეხბურთელი. საქართველოს ეროვნული თასის მფლობელი. ბათუმელთა პირველი მოთამაშე, რომელმაც ევროთასებზე გოლის გატანა მოახერხა (ბელგრადის “ობილიჩთან”).

1968 - ბიმბო კოულჩი. “გოლდენ სტეიტ უორიორზის” კალათბურთელი. 1988 წლის სეულის ოლიმპიადის ბრინჯაოს პრიზიორი.

1969 - ბილი მაკინლი. შოტლანდიის ეროვნული ნაკრების, “ლესტერისა” და “ფულემის” ფეხბურთელი.

1969 - დიონ დაბლინი. ინგლისის ეროვნული ნაკრების, “ასტონ ვილას,” “ქოვენთრისა” და “ლესტერის” ფეხბურთელი.

1971 - სერგეი პოპოვი. უკრაინის ეროვნული ნაკრებისა და დონეცკის “შახტარის” ფეხბურთელი.

1975 - რაიმონ კალა. კამერუნის ეროვნული ნაკრებისა და “ბოხუმის” ფეხბურთელი.

1975 - კარლოს სასტრე. ესპანელი ველომრბოლელი. 2008 წელს მოიგო “ტურ დე ფრანსი”. პრესტიჟულ რბოლებზე მოგებული აქვს ათეულობით ეტაპი.

1976 - მარცინ ჟევლაკოვი. პოლონეთის ეროვნული ნაკრებისა და “მუსკრონის” ფეხბურთელი.

1976 - მიხალ ჟევლაკოვი. პოლონეთის ეროვნული ნაკრების, “მუსკრონისა” და “ანდერლეხტის” ფეხბურთელი.

1977 - მარკ ვან ბომელი. ჰოლანდიის ეროვნული ნაკრების, პსვ-ს, “ბარსელონასა” და მიუნხენის “ბაიერნის” ფეხბურთელი. ჰოლანდიის ოთხგზის ჩემპიონი (2000, 2001, 2003, 2005) და თასის მფლობელი (2005). “ბარსელონასთან” ერთად მოიგო ჩემპიონთა ლიგა (2006), ესპანეთის პრიმერა დივიზიონი და “სამეფო თასი”. 2008 წელს გახდა გერმანიის ჩემპიონი და თასის მფლობელი. 2001 და 2005 წლებში დაასახელეს ჰოლანდიის საუკეთესო ფეხბურთელად. ჰოლანდიის ნაკრების 54 მატჩში გაიტანა 9 გოლი.

1978 - ელენა პეჩენკინა (ნოსოვა). 400 მეტრზე თარჯმრბენში მსოფლიოს ჩემპიონი. მსოფლიოს რეკორდსმენი.

1982 - კაკა (რიკარდო იზეკსონ სანტუშ ლეიტე კაკა). ბრაზილიის ეროვნული ნაკრების, “სან პაულუს”, “მილანის” და მადრიდის “რეალის” ფეხბურთელი. 2002 წლის მსოფლიოს ჩემპიონი. 2007 წელს ევროპისა და მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. იტალიის სერია A-ს გამარჯვებული და სუპერთასის მფლობელი (ორივე 2004 წელს), UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული (2007) და სუპერთასის მფლობელი (2003, 2007), FIFA-ს საკლუბო მსოფლიოს ჩემპიონატისა (2007) და კონფედერაციათა თასის გათამაშების (2005, 2009) გამარჯვებული. ბრაზილიის ნაკრების 73 მატჩში გაიტანა 26 გოლი.

1987 - ჯონ ობი მიკელი. ნიგერიის ნაკრების, ნორვეგიის “ლინის”, “ჩელსის” ნახევარმცველი. მოგებული აქვს ინგლისის საფეხბურთო ასოციაციისა (2007, 2009) და ლიგის (2007) თასები. 2009 წელს დაეუფლა ინგლისის სუპერთასს. 2005 და 2006 წლებში დაასახელეს აფრიკის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად. ნიგერიის ნაკრებში ჩაატარა 24 მატჩი, გაიტანა 2 გოლი.

ამ დღეს გარდაიცვალნენ

1991 - მიხეილ მესხი. ლეგენდარული ქართველი ფეხბურთელი.

1997 - ვალენტინ სიჩი. რუსეთის ჰოკეის ფედერაციის პრეზიდენტი. მოკლეს საკუთარ აგარაკთან.

2004 - პეტ ტილმენი. ამერიკის ეროვნული საფეხბურთო ლიგის მოთამაშე. 2001 წლის 11 სექტემბრის შემდეგ კლუბთან კონტრაქტი გაწყვიტა და არმიაში ჩაირიცხა. დაიღუპა ავღანეთში სამხედრო ოპერაციის წარმოებისას.

1.006428