ჭადრაკი

13:00 | 22.04.2017 | ნანახია [] - ჯერ

სომ შამქორში დაამუხრუჭა

აზერბაიჯანის ქალაქი შამქორი უდროოდ გარდაცვლილი ნიჭიერი მოჭადრაკის, საერთაშორისო დიდოსტატ ვუგარ გაშიმოვის სახელობის რიგით მეოთხე მემორიალს მასპინძლობს, რომელიც 30 აპრილს დასრულდება.

ტურნირში მსოფლიოს ათი წამყვანი მოჭადრაკე მონაწილეობს. ასპარეზობა წრიული სისტემით ერთ წრედ გაიმართება. აღნიშნული ტურნირი მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონ მაგნუს კარლსენს (ნორვეგია) ორჯერ აქვს მოგებული, შახრიარ მამედიაროვს (აზერბაიჯანი) - ერთხელ.

ტურნირი, რომელიც 9 ტურად ტარდება, მოულოდნელად დაიწყო. წაუგებელი პარტიების ხანგრძლივი სერია შეწყვიტა მსოფლიოში მეორე რეიტინგის მქონე უესლი სომ (აშშ), რომელიც თეთრებით მამედიაროვთან დამარცხდა.

კენჭისყრის შემდეგ მოჭადრაკეები ასე გადანაწილდნენ:

  1. რადოსლავ ვოიტაშეკი (პოლონეთი, 2745)
  2. ვესელინ ტოპალოვი (ბულგარეთი, 2741)
  3. უესლი სო (აშშ, 2822)
  4. სერგეი კარიაკინი (რუსეთი, 2783)
  5. პაველ ელიანოვი (უკრაინა, 2751)
  6. თეიმურ რაჯაბოვი (აზერბაიჯანი, 2710)
  7. პენტალა ჰარიკრიშნა (ინდოეთი, 2755)
  8. შახრიარ მამედიაროვი (აზერბაიჯანი, 2772)
  9. მაიკლ ადამსი (ინგლისი, 2761)
  10. ვლადიმირ კრამნიკი (რუსეთი, 2811)

პირველი ტურის ტექნიკური შედეგები:

ვოიტაშეკი - კრამნიკი 0.5:0.5

ტოპალოვი - ადამსი 0.5:0.5

სო - მამედიაროვი 0:1

კარიაკინი - ჰარიკრიშნა 0.5:0.5

ელიანოვი - რაჯაბოვი 1:0

II ტური:

კრამნიკი - რაჯაბოვი

ჰარიკრიშნა - ელიანოვი

მამედიაროვი - კარიაკინი

ადამსი - სო

ვოიტაშეკი - ტოპალოვი

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.122655