ფეხბურთი

10:30 | 22.04.2017 | ნანახია [] - ჯერ

იბრაჰიმოვიჩის 9 თვე ლაზარეთში

ზლატან იბრაჰიმოვიჩის ტრავმა, როგორც მოსალოდნელი იყო, სერიოზული აღმოჩნდა. 35 წლის შვედს გამოკვლევა ჩაუტარდა, რომელმაც აჩვენა, რომ ჯვარედინი მყესები აქვს გაწყვეტილი, რაც იმას ნიშნავს, რომ ზლატანი მიმდინარე სეზონში მოედანზე ვეღარ გავა.

მეტიც, არაა გამორიცხული, ლაზარეთი ვერც დამდეგი სეზონის დასაწყისისთვის დატოვოს - როგორც ვარაუდობენ, "იბრას", შესაძლოა, 8-9 თვე გაუცდეს.

შეგახსენებთ, ზლატანმა უმძიმესი დაზიანება ევროპა ლიგაში, „ანდერლეხტთან“ მატჩში, უწყინარ სიტუაციაში მიიღო, როდესაც მინდორზე მარჯვენა ფეხი ცუდად დადგა. მიმდინარე სეზონში შვედი ფორვარდის ანგარიშზე 46 მატჩი და 29 გოლია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114472