ფეხბურთი

22:30 | 21.04.2017 | ნანახია [] - ჯერ

“რეალი” – “ატლეტიკო”: რეაქციები, ისტორია

უეფას ჩემპიონთა ლიგაზე წილი იყარა და შესაბამისად, ნახევარფინალური წყვილები უკვე ცნობილია. ერთ-ერთია “რეალი” – “ატლეტიკო”. სწორედ აღნიშნული დაპირისპირების შესახებ ვისაუბრებთ. აქვე გეტვყით, რომ ბოლო ოთხ სეზონში მადრიდული გუნდების გზები ევროპის უპრესტიჟულეს ტურნირზე იკვეთება. აქამდე სამივე შემთხვევაში გამარჯვებული “სამეფო კლუბი” გამოვიდა.

როდის ითამაშებენ?

პირველი შეხვედრა 2 მაისს, “სანტიაგო ბერნაბეუზე” გაიმართება, ხოლო საპასუხო 10 მაისს, “ვისენტე კალდერონზე”.

ურთიერთშეხვედრები:

მატჩი: 7

“რეალი”: 4 მოგება, 10 გატანილი გოლი

“ატლეტიკო”: 1 მოგება, 5 გატანილი გოლი

ფრე: 2

პრეცედენტი:

2015-2016, ფინალი – “რეალი” – “ატლეტიკო” 1:1 (პენ: 5:3) (გოლები: 1:0 რამოსი 15, ფერეირა-კარასკო 79)

2014-2015, მეოთხედფინალი – “ატლეტიკო” – “რეალი” 0:0, “რეალი” – “ატლეტიკო” 1:0 (გოლი: ჩიჩარიტო 88)

2013-2014, ფინალი – “რეალი” – “ატლეტიკო” 4:1 (დ.დ) (გოლები: რამოსი 90, ბეილი 110, მარსელო 118, რონალდუ 120 – გოდინი 36)

1958-1959, ნახევარფინალი – “რეალი” – “ატლეტიკო” 2:1 (გოლები: რიალი 15, პუშკაში 33, პენ – ჩუზო 13), “ატლეტიკო” – “რეალი” 1:0 (გოლი: კოლარი 43), გადათამაშება: “რეალი” – “ატლეტიკო” 2:1 (გოლები: დი სტეფანო 16, პუშკაში 42 – კოლარი 18)

შენიშვნა: ურთიერთშეხვედრებში ნაგულისხმევია მხოლოდ ევროტურნირებზე გამართული მატჩები.

იცით თუ არა, რომ?..

“რეალი” ევროტურნირებზე ესპანური გუნდების წინააღმდეგ ბოლო 7 მატჩია დაუმარცხებელია. ბოლოს, “სამეფო კლუბმა” 2011 წელს, “ბარსელონასთან” წააგო.

“რეალი” ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში ზედიზედ მეშვიდედ გავიდა.

“ატლეტიკოს” ნახევარფინალურ ეტაპზე საკუთარ მოედანზე არასდროს წაუგია: 4 მოგება, 1 ფრე.

“ვისენტე კალდერონზე” ჩემპიონთა ლიგის ეგიდით ბოლო მატჩი სწორედ 10 მაისს ჩატარდება.

მიმდინარე სეზონში ეს გუნდები ლა ლიგაში ორჯერ შეხვდნენ ერთმანეთს: “რეალმა” სტუმრად 3:0 მოიგო, ხოლო ორი კვირის წინ “სანტიაგო ბერნაბეუზე” ფრე, 1:1 დაფიქსირდა.

რეაქციები

ემილიო ბუტრაგენიო (“რეალის” ყოფილი ფეხბურთელი და ამჟამად დირექტორი): “ჩვენ ერთმანეთს კარგად ვიცნობთ – ბედნიერები ვართ, რომ ფინალამდე ერთი ნაბიჯი გვაშორებს, თუმცა იქ მოხვედრა რთული იქნება. “ატლეტიკო” კარგ ფორმაშია და ასევე ჩვენც. ჩვენ სამი მატჩი გვაქვს ლა ლიგაში ჩასატარებელი, სანამ ჩემპიონთა ლიგის პირველ ნახევარფინალს ვითამაშებთ და ეს ყველაფერი იქნება ძალიან ინტენსიური”.

კლემენტე ვილავერდე (“ატლეტიკოს” ყოფილი ფეხბურთელი და ამჟამად დირექტორი): “ეს არის მესამე ნახევარფინალი ბოლო სამ წელიწადში და ვამაყობთ, რომ “ატლეტიკო” კარგად წარმოჩინდა. ორი რთული შეხვედრა გველოდება, მაგრამ ჩვენი ფეხბურთელები და გულშემატკივრები ცხოვრობენ ორი წაგებული ფინალით და ძალიან კარგად ვიცით, რასაც ნიშნავს იქ მოხვედრა. იმედია, “ვისენტე კალდერონს” ისე დავემშვიდობებით, როგორც იმსახურებს”.

0.117565