ფეხბურთი

22:08 | 21.04.2017 | ნანახია 4126 - ჯერ

“მონაკო” – “იუვენტუსი”: რეაქციები, ისტორია

უეფას ჩემპიონთა ლიგაზე წილი იყარა და შესაბამისად, ნახევარფინალური წყვილები უკვე ცნობილია. ერთ-ერთია “მონაკო” – “იუვენტუსი”. სწორედ აღნიშნული დაპირისპირების შესახებ ვისაუბრებთ ახლა:

როდის ითამაშებენ?

პირველი შეხვედრა 3 მაისს, მონტე კარლოში, “ლუი II”-ზე გაიმართება, ხოლო საპასუხო 9 მაისს, ტურინში, “იუვენტუს სთედიუმზე”.

ურთიერთშეხვედრები:

მატჩი: 4

“მონაკო”: 1 მოგება, 4 გატანილი გოლი

“იუვენტუსი”: 2 მოგება, 7 გატანილი გოლი

ფრე: 1

პრეცედენტი:

2014-2015, მეოთხედფინალი – “იუვენტუსი” – “მონაკო” 1:0 (გოლი: ვიდალი 57, პენ), “მონაკო” – “იუვენტუსი” 0:0.

1997-1998, ნახევარფინალი – “იუვენტუსი” – “მონაკო” 4:1 (გოლები: დელ პიერო (35, 45, პენ, 62, პენ, ზიდანი 87 – კოშტინია 42), “მონაკო” – “იუვენტუსი” 3:2 (გოლები: ლეონარდი 38, ანრი 50, სპეჰარი 83 – ამორუზო 15, დელ პიერო 74).

იცით თუ არა, რომ?..

“იუვენტუსმა” 1997-1998 წლების სეზონში, როდესაც ფინალი “რეალთან” წააგო, მანამდე, ნახევარფინალში სწორედ “მონაკოს” ბარიერი დაძლია.

“იუვენტუსს” ჩემპიონთა ლიგის (თასის) ნახევარფინალში აქამდე 11-ჯერ უთამაშია და აქედან ცხრა შემთხვევაში საკუთარ მოედანზე გამარჯვება მოიპოვა, მაგრამ სტუმრად იგივეს გაკეთება ერთადერთხელ შეძლო.

“მონაკო” ევროთასების ნახევარფინალში იტალიურ კლუბებს ოთხჯერ დაუპირისპირდა და ოთხჯერვე დამარცხდა.

“იუვენტუსს” შანსი აქვს ჩემპიონთა ლიგის (თასის) ფინალში მეცხრედ გავიდეს, ხოლო “მონაკოს” – მეორედ.

რეაქციები:

ლუდოვიკ ჟიული (“მონაკოს” ყოფილი ფეხბურთელი და ამჟამინდელი ელჩი): “ვისაც არ უნდა შევხედროდით, ბოლომდე ვიბრძოლებდით – ეს ჩვენი მეოთხე ნახევარფინალია და ამით ძალიან კმაყოფილები ვართ. შანსი რა თქმა უნდა, გვაქვს, რადგან ორ შეხვედრაში ყველაფერი შეიძლება მოხდეს. ფავორიტის პოზიციაში არ ვიმყოფებით, მაგრამ გვაქვს გამოცდილება და ევროპული ხარისხი. ჩვენ ჯერ კიდევ დიდი გუნდი ვართ და იმედია ასე გაგრძელდება.

პაველ ნედვედი (“იუვენტუსის” ყოფილი ფეხბურთელი და ამჟამად ვიცე-პრეზიდენტი): “მონაკოს” ორი წლის წინაც ვეთამაშეთ და მახსოვს, ძალიან რთული მატჩები იყო. დარწმუნებული ვარ, ახლაც ასე იქნება. მეტიც, ამჟამად “მონაკო” უფრო სახიფათო გუნდია. ახალგაზრდული გუნდი, რომელიც ლამაზ ფეხბურთს თამაშობს. თუმცა, “იუვეც” შეიცვალა და ახლა უფრო მეტი თვითრწმენა გვაქვს. ფეხბურთელების თვალებში ვხედავ, რომ მზად არიან იბრძოლონ გზის ბოლომდე”.

მასიმილიანო ალეგრი ("იუვენტუსის" მთავარი მწვრთნელი): "იუვენტუსის" კულტურა არაა, მეტოქეს ზემოდან გადმოხედოს, მითუფრო ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალისტს. ამიტომაც, მაქსიმალური კონცენტრაცია გვმართებს".

იუვენტუსი   3 - 0    ბარსელონა

შემადგენლობა

მოვლენები

დორტმუნდი   2 - 3    მონაკო

შემადგენლობა

მოვლენები

ატლეტიკო   1 - 0    ლესტერი

შემადგენლობა

მოვლენები

ბაიერნი   1 - 2    რეალი

შემადგენლობა

მოვლენები

ლესტერი   1 - 1    ატლეტიკო

შემადგენლობა

მოვლენები

რეალი   4 - 2    ბაიერნი

შემადგენლობა

მოვლენები

ბარსელონა   0 - 0    იუვენტუსი

შემადგენლობა

მოვლენები

მონაკო   3 - 1    დორტმუნდი

შემადგენლობა

მოვლენები

სარეკლამო ადგილი - 25
710 x 104
Loading...

კომენტარები (7)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
09:43 | 22.04.2017
juve0011 (96)

Bufoni turami uilano pesto zambrobta takinardi kamoranezinedvedi davidsi tudori delpiero trezeg zlatanivieira emersoni.. es gundi dasajes skudetos yidulobdao...-17 qula seria "B" da 400 milini finansuri zarai..romeli gundi shezebda eseti zaralis mere eset droshi elitashi dabrunebas?

08:23 | 22.04.2017
ogafa (3918)

“იუვენტუსს”

23:53 | 21.04.2017
gogssi (3058)

რეალი იუვეს ფინალი ძალიან ლოგიკურია და არ მოხდება. ან ერთი გატეხავს ან მეორე. უფრო ლოგიკური რეალის წაგებაა, იმდენჯერ მოუგო ატლეს რომ უკვე სხვა თU არაფერი შემთხვევით წააგებს. იუვეს ძალიან გაუჭირდება მონაკოსთან.

23:42 | 21.04.2017
juve0011 (96)

Juves stadionze zaan mcydeba guli... Eset kubs 40ani zaan mepataraveba. 60 mainc unda qondes juves stadions tevadoba

23:39 | 21.04.2017
juve0011 (96)

2-3 turshi skudeto gaoficiaurdeba damere mteli yuradgeba 3 ivnisusken iqneba mimartui.manamde monakostan 2 amxanaguri savarjishod.dd

23:42 | 21.04.2017
maradona73biankoneri (11966)

ამხანაგური

22:41 | 21.04.2017
berodaviti (3504)

ნავარჯიშები იუვე შეხვდება გალახულ მადრიდს და ჯიჯი აღმართავს თასს

ბედისწერის დიდი წიგნიდან 2017

20:36 | 22.04.2017
Tifoz Di MALDINI (18352)

+1

22:15 | 21.04.2017
ficxela10 (4573)

მიდი მაქს წელს ლიგა უნდა დადო

სტატისტიკა
ჩემპიონთა ლიგა - ტური 1/8
  • 14 თებერვალი, 2017
  • პსჟ 4 - 0 ბარსელონა
  • ბენფიკა 1 - 0 დორტმუნდი
  • 15 თებერვალი, 2017
  • ბაიერნი 5 - 1 არსენალი
  • რეალი 3 - 1 ნაპოლი
  • 21 თებერვალი, 2017
  • სიტი 5 - 3 მონაკო
  • ლევერკუზენი 2 - 4 ატლეტიკო
  • 22 თებერვალი, 2017
  • პორტუ 0 - 2 იუვენტუსი
  • სევილია 2 - 1 ლესტერი
  • 7 მარტი, 2017
  • არსენალი 1 - 5 ბაიერნი
  • ნაპოლი 1 - 3 რეალი
  • 8 მარტი, 2017
  • ბარსელონა 6 - 1 პსჟ
  • დორტმუნდი 4 - 0 ბენფიკა
  • 14 მარტი, 2017
  • იუვენტუსი 1 - 0 პორტუ
  • ლესტერი 2 - 0 სევილია
  • 15 მარტი, 2017
  • მონაკო 3 - 1 სიტი
  • ატლეტიკო 0 - 0 ლევერკუზენი
  • 5 გოლი
  • კრიშტიანუ რონალდუ (რეალი)
  • 3 გოლი
  • რადამელ ფალკაო (მონაკო)
  • არტურო ვიდალი (ბაიერნი)
  • რობერტ ლევანდოვსკი (ბაიერნი)
0.20786