სარეკლამო ადგილი - 3
227 x 91
ძიუდო

21:02 | 21.04.2017 | ნანახია 6233 - ჯერ

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მედალს ვერც დღეს შეწვდა

ვარშავაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე, მამაკაცებს შორის შვიდი წონითი კატეგორიიდან ოთხში საპრიზო სამეულები უკვე შეივსო. საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების ცხრაკაციანი განაცხადიდან კი ხუთი გავიდა პოლონურ ტატამზე და პოდიუმზე ასვლა ერთმაც ვერ შეძლო. ამირან პაპინაშვილის, ლუხუმ ჩხვიმიანისა (ორივე 60 კგ) და ვაჟა მარგველაშვილის (66 კგ) შემდეგ, ძიუდოს ქართველ ქომაგს მედლის მოპოვების იმედი ლაშა შავდათუაშვილმა (73 კგ) და ზებედა რეხვიაშვილმაც (81 კგ) გაუცრუეს.

ირაკლი ცირეკიძის გუნდის ყველაზე ტიტულოვანი წევრი – ოლიმპიური (2012) და ევროპის (2013) ჩემპიონი ლაშა შავდათუაშვილი ვარშავაში ერთ-ერთი უმთავრესი ფავორიტის რანგში ჩავიდა. ევროპის შარშანდელ ჩემპიონატზე მან ფინალში იჭიდავა და აზერბაიჯანელ რუსტამ ორუჯოვთან და მსაჯებთან ბრძოლაში ვერცხლის მედალს დასჯერდა. ამჯერად ქართველი გულშემატკივრები დიდ რევანშს და უმაღლესი სინჯის მედალს ელოდნენ, მაგრამ არათუ ოქრო, საპრიზო სამეულიც სანატრელი გახდა.

ჩემპიონატზე მეორე ნომრად განთესილი შავდათუაშვილი საქმეში მეორე წრიდან ჩაერთო და უკრაინელ სერგეი დრებოტს ვაზარით მოუგო. მერვედფინალში კი, ავსტრიელ ლუკას რეიტერთან შეხვედრაში, საფინალო გონგამდე ერთი წუთით ადრე, თავად დავარდა ვაზარიზე, ბრძოლის გადასარჩენად დრო აღარ ეყო და შეჯიბრებას ნაადრევად გამოეთიშა.

ზებედა რეხვიაშვილმა დილის პროგრამაში უნაკლოდ იჭიდავა. ტექნიკა და ილეთების არსენალი 26 წლის ქართველ ძიუდოისტს ამ ევროპირველობამდეც არ დაეწუნებოდა. ამჯერად კი იმ კომპონენტებშიც ბრწყინვალე იყო, რომლებიც თავისი შესაძლებლობების გამოვლენაში ყოველთვის ხელს უშლიდა - ოდნავადაც არ შეუწუხებია სუნთქვის და გამძლეობის პრობლემას.

პირველ წრეში დაისვენა და შეჯიბრება მეთექვსმეტედფინალში რუმინელ ვლად ვისანთან მოპოვებული შთამბეჭდავი გამარჯვებით გახსნა – მეტოქეს საფირმო "მფრინავი მტკივნეულით” მოუმთავრა საქმე. ხელის მტკივნეულითვე აჯობა უნგრელ ატილა უნგვარისაც. ამ შემთხვევაშიც ბრწყინვალედ გაისარჯა – მეტოქის ვაზარი დაასრულა გამარჯვებით.

მეოთხედფინალში რეხვიაშვილმა რუსეთის ნაკრების წევრი ასლან ლაპინაგოვი კიდევ ერთი ჯადოილეთით დაამარცხა, რომელიც ულაპარაკოდ იპონი იყო, მაგრამ მსაჯებმა ვაზარზე მეტი ვერ გაიმეტეს და ლაპინაგოვს ბრძოლის გადარჩენის შანსი დაუტოვეს. ზებედამ უპირატესობა აუღელვებლად შეინარჩუნა.

ფინალური ბლოკის ორი შეხვედრიდან მინიმუმ ერთის მოგებით რეხვიაშვილი მედალს ინაღდებდა, მაგრამ ორივეში დამარცხდა და საბოლოოდ მე-5 ადგილს დასჯერდა.

ნახევარფინალში, გერმანელ დომინიკ რესელთან არაერთხელ სცადა ეფექტური გდების თუ მტკივნეულის შესრულება, მაგრამ არ გამოუვიდა. არც მეტოქეს მისცა ილეთის გაკეთების შანსი და ბრძოლა ოქროს დროში გაგრძელდა. რეხვიაშვილი ერთ ეპიზოდში ტატამს გარეთ გავიდა და მსაჯმაც უმალ შიდოთი დასაჯა, რაც ავტომატურად, წაგებას ნიშნავდა.

რეპეშაჟის ფინალი მხოლოდ 14 წამი გაგრძელდა – ქართველი ძიუდოისტი ხორვატ დომინიკ დრუზეტასთან, პირველსავე კონტაქტზე სუფთა გდებაზე წამოეგო.

ევროპის ინდივიდუალური პირველობა ხვალ დასრულდება, მედლების ბოლო ხუთი კომპლექტის გათამაშებით. მამაკაცებში საპრიზო სამეულები 90, 100 და +100 კილოგრამ წონით კატეგორიებში შეივსება, ხოლო ქალებში – 78 და +78 კილოგრამებში. საქართველოს სახელით იჭიდავებენ: ბექა ღვინიაშვილი (90 კგ), ვარლამ ლიპარტელიანი (100 კგ), ადამ ოქრუაშვილი, გურამ თუშიშვილი (ორივე +100 კგ) და ელენე ქებაძე (+78 კგ).

წინასწარი ეტაპის შეხვედრები თბილისის დროით 14:00 საათზე დაიწყება. ფინალური ბლოკი – 18:00 საათზე.

ძიუდო

ევროპის 2017 წლის ჩემპიონატი

ვარშავა

21 აპრილი

მამაკაცები

73 კგ

1 ჰიდაიატ ჰეიდაროვი (აზერბაიჯანი)

2 მუსა მოგუშკოვი (რუსეთი)

3 ტომი მაციაში (შვედეთი)

3 რუსტამ ორუჯოვი (აზერბაიჯანი)

81 კგ

1 ალან ხუბეცოვი (რუსეთი)

2 დომინიკ რესელი (გერმანია)

3 დომინიკ დრუზეტა (ხორვატია)

5 ზებედა რეხვიაშვილი (საქართველო)

ქალები

63 კგ

1 ტინა ტრსტენიაკი (სლოვენია)

2 მარგო პინო (საფრანგეთი)

3 ალის შლეზინგერი (ბრიტანეთი)

3 კეტრინ უნტერვურზახერი (ავსტრია)

70 კგ

1 სანი ვან დიკი (ჰოლანდია)

2 ჯოვანა სკოკიმარო (გერმანია)

3 მარი ევ გაიე (საფრანგეთი)

3 ბარბარა მატიჩი (ხორვატია)

სარეკლამო ადგილი - 25
710 x 104
Loading...

კომენტარები (250)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
20:51 | 22.04.2017
federer (17) (10346)

ბექას სერიოზული მომზადება უნდა ფიზმომზადებაში და არ იქნება ურიგო სპეციალურად აიყვანოს ფიზმომზადების მწვრთნელი.
გასაგები რო კუნთოვანი მასა აქვს, მაგრამ შეიძლება მოუმატოს ფიზიკაშიი და ტატალასავით დაუღლელი თუ არ იქნება 4 წუთის ჭიდაობა ხომ შეეძლებაა

20:47 | 22.04.2017
federer (17) (10346)

ხალმურზაევის და შერაზადაშვილის შეხვედრაზე რა აზრის ხართ?
რატო არ მისცეს ნიკოლოზსს გდებები?

20:20 | 22.04.2017
davit-001 (10)

ულოცავთ თუშის ჩემპიონობას და ასევე ადამას და ტაისონას პრიზიორობას, რაც შეხება გუნდს, ეგ ხდება, ჯამში ბევრი რაღაცა გამოსასწორებელი ისევ სუნთქვა გვაკლია ახლა დაიწერება ცირეკიზე და ქევხიშვილიოდა კაი ჯერე მსოფლიო წინა ტურნირები და ასე შემდეგ დაველოდოთ ვაცადოთ და უსურვოთ წარმატებები

20:16 | 22.04.2017
tiko (4456)

გუნდურის ბადე დადეთ რა თუ არის

20:54 | 22.04.2017
baraka (808)

http://www.ippon.org/eju_sen_teams2017.php

20:10 | 22.04.2017
miriani (2322)

საღოლ თუში...ეს ბიჭი სერიოზულ ძალად ყალიბდება...ასე თუ გააგრძელა რინერს იქნება ძილიც გაუფრთხეს :-D
წარმატებები გურამ!

20:16 | 22.04.2017
tiko (4456)

არამგონია რინერს რამის შეეშინდეს,თუმცა სერიოზული მეტოქე ეყოლება გურამის სახით

21:20 | 22.04.2017
miriani (2322)

შენი აზრით თიკო ადამას გადმოღება იოლი საქმეა? ასე გააგრძელოს თუშმა და გაგახსენებ ჩემ სიტყვებს ;-)

12:55 | 23.04.2017
tiko (4456)

ვნახოთ

21:22 | 22.04.2017
miriani (2322)

თან თუშს ასაკიც ხელს უწყობს, სიმაღლეც და ჯანიც...

20:48 | 22.04.2017
federer (17) (10346)

რინერს ბევრი აქვს დასაკარგი ტიპს ისეთი შედეგი აქვს მისთვის გდების აღებაც უკვე სერიოზული შედეგიაა

20:09 | 22.04.2017
tiko (4456)

გილოცავთ მეგობრებო სამივე სინჯის მედალს

20:06 | 22.04.2017
skorpiona (476)

აი ამ ბიჯმა კველა სჰეხვედრა ერტი ამოსუნტქვიტ მოიგო იმიტომ ჯერ არააქვს ტავჰი ავარდნილი...საგოლ

19:40 | 22.04.2017
sanzona (528)

გუნდურში ჩვენი ქალების შემყურე არაფერზე იოცნებოთ

20:47 | 22.04.2017
federer (17) (10346)

არ არიო შეცვლილი ჯერ არაფერიოო

19:31 | 22.04.2017
ვალენსია (554)

იტალიას ვხვდებით პირველ შეხვედრაში გუნდურში, შემდეგ ავსტრი–სერბეთის გამარჯვებულს და ნახევარფინალში პოლონეთი–უნგრეთის და გერმანია–უკრაინას შორის საუკეთესოს ბადის მეორე მხარეს ასეთი წყვილებია

რუსეთი–თურქეთი
ჰოლანდია–რუმინეთი
აზერბაიჯანი–ჩერნოგორია
ჩეხეთი–საფრანგეთი

18:47 | 22.04.2017
skorpiona (476)

მცვრტნელის ჰეცვლიტ რამე ჰეიცვლება?აქ ტიტონ უნდაა იქონიონ ჯიგარი...ვერავინ ვერ ჰეგვედრება ჯიგარჰი მარა დგეს რაც ხდებაა ეს უკვე კველანაირ ზზგვარს გასცდა...გამისკდა გული ნერვიულობიტდა არამგონია ვინმე არ ნერვიულობდეს....ხვალინდელი დგისაც მეჰინია....იმედი მაქვს რომ გავხვდებიტ ევროპაჰი პირველი გუნდი მარა უნდა მოიკრიბონ ზალა და ერტსულოვნებაა

18:46 | 22.04.2017
arsena8 (84)

ბექა, ნაღდად ძალიან ნიჭიერია ,თუ "ქართულ ხასიათს", დაძლევს დე-დას უტირებს 90 კგ !

18:32 | 22.04.2017
miriani (2322)

ოპააააა..საღოლ ოქრო...ანუ მძიმეში ქართული ფინალი გვაქვს?

18:20 | 22.04.2017
skorpiona (476)

რა გჯირტ ბიჯო ვერ გავიგე?ვერავის ვერ გცნობტ..საერტოდ აგაარ უნდა აცაგიკვანონ არსად ჰეჯობრზე მგონი აგივარდატ ტავჰი ხო იცი...ტუჰის გარდა კველაა მოსაცილებლები ხარტ უკვე რა...ლიპო რაარი სად დაიგალე ეგრე რო ვეგარ სუნტქავ?

17:59 | 22.04.2017
გარეჯი (2872)

მარგველაშვილი არის ხოლმე ფიზიკურად კარგ კონდეციაში ხოლმე მაგრამ ბავშურ შეცდომებს უშვებს ხოლმე

18:01 | 22.04.2017
b.g (402)

ოოო,მარგველამ მაგრად გამიცრუა იმედები ამ ჩემპიონატზე

17:57 | 22.04.2017
გარეჯი (2872)

მატიაშვილმა რეჟიმის გამო დაკარგა ნაკრებში ადგილი.

17:52 | 22.04.2017
valeri8848 (1479)

გამარჯობის თქმა მაინც ეცლია

17:47 | 22.04.2017
sanzona (528)

ზოგი წერს გულშემატკივრები კი არა ვართ კრიტიკოსები ვართო. კარგად რომ იჭიდავებს უნდა შეაქო და ცუდად რომ იჭიდავებს უნდა გააკრიტიკო. კაცი რომ ვეღარ იზრდება როგორც ძიუდოისტი და 2 წლის წინანდელ კონდიციებში დარჩა, მოვუწონოთ და კარგია ასე გააგრძელეო ვუთხრად? პირიქით, რომ წაიკითხავს უამრავ კრიტიკას, თუ სწორად აზროვნებს, სწორ დასკვნებს გააკეთებს.
გაიხსენეთ თუშიშვილის დარღვეული რეჟიმი და უდისციპლინობა. ხალხისგან დროული კრიტიკა წამოვიდა მაშინ და კაცმაც სწორი დასკვნები გააკეთა. ხო არგო თუშის კრიტიკამ?

17:53 | 22.04.2017
კორბენ ვაი-კულე (5553)

ეგრეა ჯიგარო. გულშემატკივარი ჰაერზე ხომ არ ითხოვს შედეგებს ? თავად ასწიეს ეს თამასა ბიჭებმა მაღლა და თუ პროფესიონალები არიან, სანამ ჯანი ერჩით უნდა შეინარჩუნონ. შეინარჩუნონ კი არა, კიდევ უფრო მაღლა ასწიონ. სპორტის არსი ეს არის.
გავიგოთ, რომ კრიტიკა ჯობია თავზე ხელის სმას.

18:24 | 22.04.2017
sanzona (528)

ეგრეა!

17:42 | 22.04.2017
b.g (402)

რომელზე დეიწყება?

17:30 | 22.04.2017
guri311@rambler.ru (32)

სიგარეტს,ვისკს, ჯანზე მოყავს, უდიდესი ყურადღებაა დარბაზის გარეთ საჭირო,წყალში ჩაყრილი შრომა,ბანკეტებზე რა ხდება არ დაიჯერებთ,,,დიდი კონტროლია საჭირო....

17:29 | 22.04.2017
მადრიდისტა (16838)

ჯერ ტურნირი არ დამთავრებულა და საბოლო შეფასებისგან თავს შევიკავებ მაგრამ რაც მოხდა იმის შემხედვარე კი თამამად შეიძლება ითქვას რომ ჩაისვარეს ყველამ სპორცმენმაც და მწვრთნელებმაც...

17:11 | 22.04.2017
dinamo222 (2888)

ცირეკიძე უნდა წავიდეს სასწრაფოდ და ხაბარელი სადაა ? დეპუტატია ისევ ? თუ არა და ეგ უნდა დაინიშნოს მწვრთნელად !

17:13 | 22.04.2017
b.g (402)

ხაბარელი დეპუტატია კი...აწი მაგას რა დააბრუნებსუკან....პრინციპში შტანგისტი ხო დაბრუნდა,და თანაც წარმატებით

17:29 | 22.04.2017
dinamo222 (2888)

უნდა შეითავსოს მწვრთნელობა და დეპუტატობა მეეჭვება რომ პარლამენტში სულ მაგის იმედზე არიან კანონების მიღების მხრივ

17:43 | 22.04.2017
კორბენ ვაი-კულე (5553)

ხო, როგორც კობიაშვილი ითავსებს ისე DDDDDDDD
დარჩება ცირეკიძე და უნდა დარჩეს კიდეც. კრიზისული პერიოდი გვიდგას. ეს გარდაუვალიც იყო. წესების შეცვლა, წონების შეცვლა, არც თუ დიდი კონკურენცია დაღს ასვამს შედეგებს.
აი ფიზმომზადება კი სერიოზული მისახედია. პლიუს სპორტსმენების შინაგანი დისციპლინაც ვერ არის მაღალ დონეზე.

17:10 | 22.04.2017
b.g (402)

ყველაზე ტიტულოვანი ვინ გვყავს ნაკრებში???

17:08 | 22.04.2017
judogeo034 (254)

გულშემატკივრები კი არა კრიტიკოსები ვართ მოიგებს კაცი 5 ტურნირს ოოოჰ მაგარია წააგებს ეერთს ვასწორებთ მიწასთან რამ გაგამწარაყ რეებს წერთ

17:11 | 22.04.2017
b.g (402)

მააშ

17:03 | 22.04.2017
mindia (2105)

ისე ეგ კი გამიკვირდა რომ ოქრუაშვილს დღეს არ გავუბრაზებივართ.

17:02 | 22.04.2017
b.g (402)

ესეც მაწყობს.მერე რა რო თავის უბანშია
https://www.judobase.org/#/competition/contest/wc_sen2015_m_p100_0043

16:57 | 22.04.2017
b.g (402)

დღეს ეს უნდა განმეორდეს
https://www.judobase.org/#/competition/contest/gs_fra2017_m_p100_0021

16:55 | 22.04.2017
no roger no party (4469)

ბაქოს გრანდსლემის მერე ორუჯოვმა აზერ სპორტს ინტერვიუ მისცა სადაც ჟურნალისტმა შავისთან სხვატკაზე კითხეს რუსტამამ კიდე შემდეგი უპასუხა წინასწარვე ვიცოდიო რომ მოვიგებდი ეჭვი არც ერთი წუთით არ შემპარვიაო მე ფიზიკაში აშკარა უპირატესობა მკონდა ლაშა დაიგლებოდა და ეს უნდა გამომეყენებიანო მთავარი იყოო დრო გამეწელა და არ შემეტია რაც დრო გადიოდა ვრწმუნდებოდიო რომ მოვიგებდიო მეტოკეს დაღლა ეტყობოდაო და უფრო და უფრო რისკავდაო ოქროს დროში უკვე ლაშა ვეგარ იდგაო ფეხზე გარისკაო შემეკრაო და ეგრევე გამოვიყენეო ის რასაც ველოდებოდიო მეტოკე ამას რო იტყვის შენზე მაგაზე დიდი სირცხვილი რა უნდა იყო ტიპმა თკვა მთავარი იყო დრო გამეწელა და ბექა თვითონ ჩამახუტებდაო მოგებასო და ზუსტად ასე მოხდა 4 წუთი ტატამზე ვერ გაძლევ საერთოდ კიმანოს ჩაცმის ამბიციაც არ უნდა გკონდეს ტიპს რა დონეზე ყავდა შეშსწავლი შავი

16:59 | 22.04.2017
mindia (2105)

ტაქტიკა ჰქონდა, კი ბატონო, მაგრამ ვიცოდი და ა.შ ეგ ტყუილია. ტრაბახობს მსაჯებმა მოაგებინეს მანდ, აჩუქეს სოკარს ანუ ილჰამს ეგ ჩემპიონობა. ისე შეიძლება მაგამ წელსვე საბოლოოდ დაკარგოს პირველი ნომერი ნაკრებში. ჰეიდაროვმა უკვე ტურნირზე აჯობა.

16:53 | 22.04.2017
mindia (2105)

+100-ში ქართული ფინალი კია რეალურია, მაგრამ რავი... ძაან დამაჩვიეს ამ ტურნირზე იმედების გაცრუებას.

თუშიშვილის მეტოქე წელს ბაქოში ბუღაძესთან დამარცხა მაგალითად, პარიზში თუშიშვილთან. სარნაცკისაც ბევრი არაფერი მიღწევები აქვს 30 წლის ასაკში, წელს რაღაც მეორადი ტურნირი მოიგო კატოვიცეში.

16:49 | 22.04.2017
ალექსანდრე (3948)

ხალმურზაევს რა დაღლიდა სულ უკან დადიოდა ტიპი რომ გაეფრთხილებინათ ამდენს ვეღარ გაბედავდა, იჭიდავებდა და თვითონაც დაიღლებოდა. რა გვიშვრებიან ეს მსაჯები?! თუმცა ბექას ეს არ ამართლებს ტიპი უვარჯიშებელი იყო და დატვირთვა ვეღარ აიტანა.

16:55 | 22.04.2017
mindia (2105)

გაფრთხილება კი ეკუთვნოდა მართლა ხალმურზაევს, მაგრამ ღვინიაშვილს საერთოდ არ ამართლებს ეს, არც ერთი პროცენტით.

16:53 | 22.04.2017
b.g (402)

რა გინდა ახლა,აღდგომის დღეებშიც აღარ დაალევინი 1-2 ჭიქა....იმედია მასე არ იქნებოდა მაგრამ....რა განსხვავებაა

16:53 | 22.04.2017
სტეფი (4764)

რა გინდა ხამურზაევთან?? ბექას არანაირი რთული ბადე არ ჰქონიაა.პირველივე შეხვედრიდან დაეტყოო რომ ფორმაში არაა.ისეე დაიჭირაა მტკივნეულზეე იმ უკრაინელმაა ჰაბალმაა თუ ვიღაცამ.2 წუთი არ იყო გასული ვერ სუნთქავდაა და მაგ შეხვედრის მომგებიი არანაირად არ იყოო.

16:46 | 22.04.2017
sanzona (528)

მე კი ბექას შემთხვევაში გიორგი ქინქლაძე მახსენდება. აღარ დავაკონკრეტებ

16:50 | 22.04.2017
b.g (402)

ნიჭიერი,მომავალი,პერსპექტიული?

17:24 | 22.04.2017
sanzona (528)

არაპროფესიონალიზმი. სახელის და ცოტა ფულის მოხვეჭის მერე, რეჟიმიდან ამოვარდნა და მოშვება

16:45 | 22.04.2017
სტეფი (4764)

ევროპაზე,პარიზის გრანსლებზე,სადაც იაპონელები და კორეელებიი არ გამოდიან ძირითადი კამანიდთ თუ ძლიერიია საქართველოს ნაკრებიი თითქმის არცერთ წონაშიი მედალი არ უნდა დათმოსს,რამე სინჯის მაინც უნდა აიღოსს.რადგან სუპერ დონეე არცერთი არააა ამ ევროპის ქვეყნებიდან და რას ვხედავთ? ვერც ვერაფერს.ამ ნაკრებს მომავალი არ აქვს.ჩირიკა და ლიპო თავის წონებშიი იმენაა სტარები იყვნენ,ეხლა კი რაც შეიცვალეს წონაა დიდი შანსები ნაღდად არ აქვთ.ბექას როგორც ვატყობ სულ ამომავალ ვარსკვლავად დარჩენა უწერია ასე თუ გააგრძელა.დაბალ წონა კოშმარ...იაპონელები და კორეელებიი სადაც გადაეყრებიან 60-81 ჩათვლით არავის არანაირი შანსი არ აქვს.ერთი ფაქტია,რომ თუშიშვილის პროგრესი სახეზეაა .თან ძაან დიდი პროგრესი.მეიმედება .

16:48 | 22.04.2017
b.g (402)

თუშიმაც უნდა მიხედოს თავს,ჩავარდნები აღარ უნდა Hქონდეს....Eრთერთია ჩვენს ნაკრებში ვისაც დიდი წარმატების მიღწევა შეუძლია

16:51 | 22.04.2017
სტეფი (4764)

არადა რა გული მწყდებაა...რა ნაკრებიი გვყავდაა და ეხლაა ყველა საშუალო დონეზეა დასული.თუში ერთადერთიაა ვისაც შეულიააა დიდი პროგრესიი,მარაა წონაშიი ისეთიი ტიპი ყავსს,რომ იმასთან რთულიაა მაიცნ.მე მაინც ამ ავთოსა და ბექას ასეთიი ჩავარდნებიი მიკვირს...ნუ შავდათუაშვილსს 2013-ის ევროპის მერე ისეთი დიდი წარმატება არც მიუღწევიაა,ძაან არასტაბილურია და ეგეთიი დარჩება ბექაც თუ თავს არ მიხედა.ავთოს იმედი მე დიდ აღარ მაქვს.ლიპოსი კი ძაან მჯერაა.შეეგუება ნელ-ნელა წონას.

16:45 | 22.04.2017
beso68 (2148)

იმის მეშინია უკვე ბექა ტალანტად არ დარჩეს(ღმერთმა არ ქნას), გუშინ 19 წლის ჰეიდაროვმა უფროსებშიც ჩემპიონობა მოიპოვა.

16:47 | 22.04.2017
maxo_65 (5445)

არადა ბავშვობაში ჩვენი ბიჭები ჯობდნენ ჰეიდაროვს

16:44 | 22.04.2017
maxo_65 (5445)

მეტი ვარჯიში ბექა , მეტი მონდომება, დღე და ღამე უნდა გაასწორო ვარჯიშში, ნაკლები დროსტარება, სელფები და ა.შ...თუ გინდა ჩემპიონობა..აიღე მაგალითი ჰეიდაროვისგან, აი ისაა ნამდვილი ტალანტი..

16:45 | 22.04.2017
mindia (2105)

სელფები იცოცხლე, სურათები მანქანებში და ა.შ აქვს.

16:43 | 22.04.2017
mindia (2105)

სამწუხაროდ იქითქენ მივდივართ რომ გაზარმაცდა, ჩვენი ბრალიცაა. ძალიან ბევრს ვაქებდით, სპორტული კომენტატორი აღმერთებდა და შეიძლება თავში აუვარდა. იმედია ვცდები, მაგრამ ფაქტი ტატამზეა.

16:46 | 22.04.2017
b.g (402)

კონკრეტულ შემთხვევაში შეიძლება იყოს მასე....და პატრონი ჭირდება კიდევ მგონია,დისწიპლინას ვინც მიაჩვევს,თუ გაუკონტროლებს...თვიითონ თუ არ უნდა ,ვერც ვერავინ დააძალებს ისე

16:43 | 22.04.2017
mst (1422)

და ცირეკიძეც უნდა შეიცვალოს ვერ გამოდგა მწვრთნელად

16:42 | 22.04.2017
mst (1422)

თავის თავს მოკითხოს,ისეთი შთაბეჭდილება მრჩება რომ ბექას 3-4 წელი ქონდა გადაკეთებული და იმიტომაცაა რომ დიდებში ვეღარაფერს აკეთებს.

16:41 | 22.04.2017
mindia (2105)

ფიზმომზადებაში გვაქვს სრული კრახი.

16:41 | 22.04.2017
გარეჯი (2872)

ლიპო ისევ 90 ში მსოფლიოზე,ჭრიკი 81 ში.ბექაც იყოს 90 ში.100კგ გამოტოვონ

16:41 | 22.04.2017
სტეფი (4764)

ბექამ ესე თუ გააგრძელა სულ ამომავალ ტალანტად დარჩება.ერთადერთი ამ ფორმაციის ნაკრებში მაგას აქვს შანსი მსოფლიოზე ოქროსი ,მარა რა არიი ტიპიი ფეხზე ვერ დგას.გამძლეობა ნოლიი.ძაან დიდი რეგრესია.არადა 1-2 წლის წინ მსოფლიოს აზანზარებდა,ეხლა 4-5-ზე მაინც დაიწიაა დონით...

16:40 | 22.04.2017
no roger no party (4469)

ტიპს ყველაფრით ჯობდა აბსოლიტურად და დაახეთკეს აქეთ იცოდა ხალმურზავმა აშკარდ ელოდებოდა თავის მომეტს გამოიყენა კიდევაც

მეტის ნახვა
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 22
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 531
სარეკლამო ადგილი - 15
120 x 600
0.198819