სარეკლამო ადგილი - 3
227 x 91
ძიუდო

16:10 | 21.04.2017 | ნანახია 2815 - ჯერ

ზებედა რეხვიაშვილი ნახევარფინალშია, შავდათუაშვილი უმედლოდ დარჩა

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების წევრმა ზებედა რეხვიაშვილმა (81 კგ) ვარშავაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე სამი შეხვედრა მოიგო და ნახევარფინალში გავიდა. დილის პროგრამაში 26 წლის ქართველმა ძიუდოისტმა რუმინელ ვლად ვისანს, უნგრელ ატილა უნგვარისა და რუსეთის ნაკრების წევრ ასლან ლაპინაგოვს აჯობა და ფინალის საგზურისთვის გერმანელ დომინიკ რესელს დაუპირისპირდება.

მეორე ნახევარფინალში ჰოლანდიელი ფრანკ დე ვიტი და რუსეთის ნაკრების წევრი ალან ხუბეცოვი იჭიდავებენ.

რეხვიაშვილისგან განსხვავებით, ევროპირველობის დილის პროგრამა წარუმატებელი გამოდგა ლაშა შავდათუაშვილისთვის (73 კგ). საქართველოს ნაკრების ყველაზე ტიტულოვანი წევრი შეჯიბრებას მერვედფინალიდან გამოეთიშა, ავსტრიელ ლუკაშ რაიტერთან მარცხით.

ფინალური ბლოკის შეხვედრები თბილისის დროით 18 საათზე დაიწყება.

სარეკლამო ადგილი - 25
710 x 104
Loading...

კომენტარები (15)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
10:40 | 22.04.2017
choloka (666)

ვხედავ აქ კომენტარებს და ბფიქრომ მარცხის თავი და თავი თვითონ ბიჭების საქმისადმი არასწორ დამოკიდებულებაში უნდა ვეძებოთ,თორემ აგერ დაწერა ერთმა დროა ვეძებოთ ცირეკიძის შემცვლელიცო,არადა ყველა ვხედავთ ბიჭების მინუსებს და პლიუსებსაც.თუ ძაან გინდათ ვცვალოთ და ვცვალოთ ეს მწვრთნელები,ვიაროთ წრეზე და ნუ ვივლით სწორ გზაზე

21:15 | 21.04.2017
რაჭა (8510)

მაინც წარმატებები ჭიორელი გელას ბიჭს

20:41 | 21.04.2017
b.g (402)

ეხ აზერებმაც გვაჯობეს

21:00 | 21.04.2017
mindia (2105)

ბერულავა ვარ, საიდან მიცნობ? ))) გაფიცხება ხო, რას იზამ, გულშემატკივრობა ეგაა, გული როცა შეგტკივა.

21:26 | 21.04.2017
b.g (402)

არ გიცნობ,ისე ვიცი...მოჭიდავე გყავდა ნათესავი ხო,მამიდაშვილი თუ არ ვცდები

21:28 | 21.04.2017
b.g (402)

მე გადავეჩვიე გაფიცხებას....დავიღალე,აზრი არ აქვს

22:37 | 21.04.2017
mindia (2105)

კი, ნუ კარგია, მასწავლე მეც გადამაჩვიო იქნებ.

22:43 | 21.04.2017
b.g (402)

დაიკიდე

22:44 | 21.04.2017
b.g (402)

რას შვრება ხევსური???

00:49 | 22.04.2017
mindia (2105)

ამდენი საიდან იცი კაცო

შეეშვა სპორტს.

20:37 | 21.04.2017
sanzona (528)

რამის დაწერის თავიც აღარა მაქვს. ამის დედაც ჯეკ !!!

20:39 | 21.04.2017
b.g (402)

მოკლედ ხვალეს ველოდებით

20:23 | 21.04.2017
cimako (84)

გამარჯობათ.
40 წელზე მეტია ძიუდოს გულშემატკივარი გახლავართ წესებიცა და ტექნიკურ-ტაქტიკური მოქმედებები ძალზე კარგად ვიცი; რაცაც ამ ბოლოს ჩვენი ძიუდოისტების (ვგულისხმობ უმრავლესობას) გამოსვლებიდან ვამჩნევ შეგვიძლია დავასკვნათ, რომ დიდი რეგრესია სახეზე, მსაჯები ჩვენს მიმართ განსაკუთრებით უარყოფითს არაფერს აკეთებენ. ჩემის აზრით სასწრაფოდ შესაცვლელია მწვრთნელთა შემადგენლობა უფროსი მწვრთნელის მეთაურობით დაველოდოდ ხვალინდელ დღეს, დარწმუნებული ვარ რაღაც შეიცვლება დადებითი კუთხით, მაგრამ წარმატების შემთხვევაში შედეგი სპორტსმენების ტალანტისა და გამოცდილების ხარჯზე იქნება მიღწეული.

20:42 | 21.04.2017
sabonis (5247)

მართალი ხარ, ასეთი ფიზიკური მონაცამებით არანაირ გრანდობაზე პრეტენზია არ უნდა გვქონდეს.ყველა ხვდება მთავარია ქართველთს 3-4 წუთი გაუძლონ და მერე მათი ბულკები ვხდებით ესე არ შეიძება.

20:05 | 21.04.2017
dinamo222 (2888)

რა პატარა ბავშვივით დაბერტყა რა უბედურებაა ეს @@

20:01 | 21.04.2017
aspan1993 (76)

დროა ცირეკიძის შემცვლელი ეძებოს ფედერაციამ

19:07 | 21.04.2017
ალექსანდრე (3948)

ზებედა აშკარად დაჩაგრეს, ნუთუ 1 შიდო მაინც არ უნდა მიეცათ გერმანელისთვის? მეორე შიდო ზებედასთვის კი არა გერმანელისთვის უნდა მიეცათ. აშკარად აწვებოდა ზებეს.

18:52 | 21.04.2017
mindia (2105)

მსაჯობის დედა და ვინც ნაკრებს ამზადებს ფიზიკაში, გააგდეთ. რა არის ეს? რას ჰგავს ფიზმომზადებაში გუნდი?

ისე სანზონას ვეთანხმები, რა არის ძიუდოში შემტევების სასარგებლოდ არ შეცვალეს წესები? რატომ ხარობენ ესეთი ბოდიში და უტ**** ანტიძიუდოისტები?

20:32 | 21.04.2017
b.g (402)

რა გჭირს მინდია,მეგობარო..არ ღირს ასე გაფიცხება.....მინდია შენ ბერულავა ხომ არ ხარ?

20:33 | 21.04.2017
b.g (402)

აი ხვალ ვისიამოვნოთ ნამდვილი ძიუდოთი,იმედია ხვალ მაინც ვიზამთ რამეს....

20:38 | 21.04.2017
b.g (402)

თუ ხვალ არ ავღეთ მინიმუმ 1 ოქრო მაინც...რა აზრი აქვს,გუნდურში სულ ნუ მოგვიგია

18:51 | 21.04.2017
mindia (2105)

კომენტარი დაბლოკილია ცენზურის ავტომატური ბლოკირების მიერ, ის შეიძლება დაიშვას მოდერატორის მიერ

18:51 | 21.04.2017
mindia (2105)

კომენტარი დაბლოკილია ცენზურის ავტომატური ბლოკირების მიერ, ის შეიძლება დაიშვას მოდერატორის მიერ

18:51 | 21.04.2017
mindia (2105)

კომენტარი დაბლოკილია ცენზურის ავტომატური ბლოკირების მიერ, ის შეიძლება დაიშვას მოდერატორის მიერ

18:48 | 21.04.2017
sanzona (528)

რა უსამართლობაა ამის . . . გერმანელი სულ დაცვაზე მუშაობდა, ილეთის მცდელობა თითქმის არ ჰქონია. ზებედა რა აქტიური იყო და უყურადღებობით მიიღო შიდოები

18:19 | 21.04.2017
sabonis (5247)

ილეთიდ, რომ გვიგებს ვინმე, ამაზე იმდენად გული არ მწყდება, მარა იმას ვერ ვიტან, რომ ჩვენები ფიზიკაში ვერ ქაჩავენ ადგომა უჭირთ, ვერ სუნთქავენ და რავი კიდევ,

17:16 | 21.04.2017
luka08 (193)

(((((((((((

სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 22
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 531
სარეკლამო ადგილი - 15
120 x 600
0.094072