ჩოგბურთი

17:30 | 21.04.2017 | ნანახია [] - ჯერ

ენდი მარი: “მატჩის ბოლო მძიმე აღმოჩნდა”

მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა ენდი მარიმ მონტე-კარლოს ტურნირზე ალბერტ რამოს-ვინიოლასთან 6:2, 2:6, 5:7 წაგებული მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

“მესამე სეტში 4:0-ს ვიგებდი, მაგრამ წავაგე, მატჩის ბოლო ძალიან მძიმე აღმოჩნდა. შეხვედრის დასრულებისას მოწონაღმდეგე უკეთ თამაშობდა. 4:4-ზე 0:40-დან გეიმი გადავარჩინე. მაგრამ თამაშის შემოტრიალება მაინც ვერ მოვახერხე. რაღაც მომენტებში ცუდი და არასწორი გადაწყვეტილებები მივიღე. ჩემს გუნდთან ერთად ამ თამაშს შევისწავლი და ყველაფერს გავაანალიზებ”, - განაცხადა ბრიტანელმა.

თეგებიენდი მარი
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.104383