ფეხბურთი

15:30 | 21.04.2017 | ნანახია [] - ჯერ

უეფა ანტისადოპინგო სააგენტოს წინააღმდეგ: რისთვის დასაჯეს სახო?

ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანიზაცია (UEFA) “ლივერპულის” მცველის მამადუ სახოს შეცდომით დასჯის გამო სრულ პასუხისმგებლობას მსოფლიოს ანტისადოპინგო სააგენტოს (WADA) აკისრებს.

როგორც ცნობილია, 27 წლის ფრანგ ფეხბურთელს გასულ წელს ჩატარებული დოპინგ-ტესტის შედეგად ორგანიზმში ნივთიერება ჰიგენამინი აღმოაჩნდა, საქმის საბოლოო გარკვევამდე მას 30-დღიანი დისკვალიფიკაცია მიუსაჯეს, რის გამოც სახომ კლუბის შემადგენლობაში 2015-2016 წლების სეზონის ევროპის ლიგის ნახევარფინალში “ვილიარეალთან” და ფინალში “სევილიასთან” ვერ ითამაშა. გარდა ამისა, ვერც საფრანგეთის ნაკრებს დაეხმარა ევროპის ჩემპიონატზე. მოგვიანებით კი დადგინდა, რომ აღნიშნული ნივთიერება აკრძალულთა სიაში არ შედის.

მომხდარმა გავლენა იქონია ფეხბურთელის საკლუბო კარიერაზეც, “ლივერპულის” ხელმძღვანელობამ დაუშვებლად მიიჩნია კლუბის ექიმების ნებართვის გარეშე ფეხბურთელის მიერ ნებისმიერი ნივთიერების მიღების ფაქტი, რასაც სახოსა და გუნდის მთავარ მწვრთნელს იურგენ კლოპს შორის კონფლიქტი მოჰყვა. შედეგად, ფრანგი მცველი ლივერპულელებმა ჯერ ტრანსფერზე დააყენეს, საბოლოოდ კი ერთი სეზონით “კრისტალ პალასში” გაანათხოვრეს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111946