სარეკლამო ადგილი - 3
227 x 91
ძიუდო

10:33 | 21.04.2017 | ნანახია 4531 - ჯერ

დღეს ევროტატამზე შავდათუაშვილი და რეხვიაშვილი გავლენ

ვარშავაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე, საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების წარუმატებელი სტარტის შემდეგ, დღეს, ქართველი გულშემატკივრებისთვის ხასიათის გამოკეთებას ლაშა შავდათუაშვილი (73 კგ) და ზებედა რეხვიაშვილი (81 კგ) შეეცდებიან.

73 კილოგრამ წონით კატეგორიაში ყველაზე მეტმა - 43-მა სპორტსმენმა მოიყარა თავი. შავდათუაშვილი მეორე ნომრადაა განთესილი და საქმეში მეორე წრიდან - მეთექვსმეტედფინალიდან ჩაებმება. იქამდე მისი სავარაუდო მეტოქეები - რუმინელი ალექსანდრუ რაიკუ და უკრაინელი სერგეი დრებოტი დაუპირისპირდებიან ერთმანეთს. ამავე ქვეჯგუფშია უნგრელი მიკლოშ უნგვარიც, რომელსაც ლაშამ ლონდონის ოლიმპიადის ფინალში მოუგო. მაშინ ორივე 66 კილოგრამ წონით კატეგორიაში გამოდიოდა. ამჯერად მათი გზები მეოთხედფინალში იკვეთება.

ნახევარფინალში გასვლის შემთხვევაში, ლაშა შავდათუაშვილის სავარაუდო მეტოქეთაგან შვედი ტომი მაციაში, ჩეხი იაკუბ იეჩმინეკი, აზერბაიჯანელი ჰიდაიატ ჰეიდაროვი და ფრანგი ჟილომ ჩენი უნდა გამოვარჩიოთ.

სატურნირო ბადის მეორე მხარეს ფავორიტი ევროპის მოქმედი ჩემპიონი, აზერბაიჯანელი რუსტამ ორუჯოვია. სწორედ მასთან დამარცხდა შავდათუაშვილი შარშანდელი ევროპირველობის ფინალში. უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, ორუჯოვზე მეტად, ოქროს მედლის ბედი მსაჯმა გადაწყვიტა, რომელმაც ქართველ ძიუდოისტს ჩემპიონის ტიტული შეხვედრის ბოლო წამებზე, შიდოებით წაართვა.

მას შემდეგ, შავდათუაშვილი ორუჯოვს საერთაშორისო ტურნირებზე ორჯერ დაეჭიდა და ორივეჯერ წააგო. სულ კი, მას 9-ჯერ შეხვედრია და მხოლოდ ერთჯერ დაუმარცხებია.

81 კილოგრამის სატურნირო ბადეში 35 ძიუდოისტი ჩაეწერა. ზებედა რეხვიაშვილი პირველ წრეში დაისვენებს და მეთექვსმეტედფინალით დაიწყებს, სადაც მეტოქედ რუმინელი ვლად ვისანი ეყოლება. გამარჯვების შემთხვევაში რეხვიაშვილი უნგრელი ატილა უნგვარისა და ჩერნოგორიელი არსო მილიჩის წყვილიდან გასულს დაუპირისპირდება.

მეოთხედფინალის სავარაუდო მეტოქეთაგან რუსი ასლან ლაპინაგოვი და ფრანგი პაპე დუდუ ნდიაიე უნდა გამოვარჩიოთ. ბადის ამავე მხარესაა ევროპის ჩემპიონატზე პირველ ნომრად განთესილი ბულგარელი ივაილო ივანოვი, რომელსაც წლეულს, პარიზის გრან სლემზე მოუგო.

მამაკაცთა 73 და 81 კილოგრამ წონით კატეგორიებში, ასევე ქალთა 63 და 70 კილოგრამებში წინასწარი ეტაპის შეხვედრები თბილისის დროით 13:00 საათზე დაიწყება

შეგახსენებთ, გუშინ, მამაკაცთა საწყის ორ წონით კატეგორიაში საპრიზო სამეულები ჩვენებურთა გარეშე შეივსო. პოდიუმს მიღმა დარჩნენ ამირან პაპინაშვილი, ლუხუმ ჩხვიმიანი (ორივე 60 კგ) და ვაჟა მარგველაშვილი (66 კგ).

სარეკლამო ადგილი - 25
710 x 104
Loading...

კომენტარები (119)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
20:04 | 21.04.2017
tiko (4585)

შოკში ვარ

04:38 | 22.04.2017
mushni (71223)

ტეხავს ძაან

20:01 | 21.04.2017
davit-001 (10)

ეგ რა იკო

20:01 | 21.04.2017
tiko (4585)

ფუუუუუუუუუუუუუუუუ რა ჯანდაბა გვჭირს, ფუუუუუუუუუუუუუუუუუუუუ

19:37 | 21.04.2017
tiko (4585)

სერიოზული სამუშაოა ჩასატარებელი ძიუდოში

19:16 | 21.04.2017
mamuka-25 (262)

73-ის რეპეშაჟებს და ნახევარფინალებს რომ ვუყურე, ნათლად გამოჩნდა, რომ შავდათუაშვილს ამ ტურნირზე არანაირი შანსი არ ჰქონდა!

19:14 | 21.04.2017
arturi-baierni (24334)

რეხვოს კი წასაგები ქონდა და წააგოო მალე ვიღლებით ეგაა ჩვენი პრობლემაა რომ გავიდა ტატამს გარეთ მერე გააკეთა ილეთი

04:39 | 22.04.2017
mushni (71223)

+1

19:13 | 21.04.2017
arturi-baierni (24334)

ეს შედეგი იმის ბრალია რომ როცა ნაკრები არცთუ ისე წარუმატბლად გამოდის მაგრამ მაინც მის ზურგს უკან მიდის ჭამა იმისა თუ ვინ დაიკავებს მის ადგილს მიდის ათასი კბენები სხვადასხვა აზრების გავრცელება ქომაგებში ბოლოს მიზანს მიაღწევენ და თვითონ მიუჯდებიან სათავეს აგერ ბატონო ხო არ გინდოდათ უზნაძე აპა ცირეკიძეს ხელში ნაკრები ერთი ორად გაიზრდება მეტი არაა ჩემი მტერიი

18:59 | 21.04.2017
tiko (4585)

იმედია ბრინჯაო ჩვენი იქნება დღეს და ხვალე კი 2 ოქრო უეჭველი იმედი მაქვს

04:39 | 22.04.2017
mushni (71223)

ხვალ იქნება ოქრო

18:53 | 21.04.2017
tiko (4585)

ზაიზენბახერის ფიზიკა გვინდა ისევ

18:57 | 21.04.2017
sabonis (6410)

დდ ღმერთმა დაგვიფაროს მაგ მანიაკისგან, მარა, უცხოელი ნაღდათ გვინდა ფიზიკაში.

18:58 | 21.04.2017
tiko (4585)

მე ფიზმომზადებაში მომწონდა, კლავდა ისე ავარჯიშბდა

18:52 | 21.04.2017
maxo_65 (5634)

ტეხავს ასეთი მსაჯობა და ისეთი ტურნირები სადც მედლები წინასწარ არის გადანაწილებული, ეს გერმანელი ნოლია, ანტიძიუდოისტი, ასეთებს ფინალში რა უნდათ..ილეთის მცდელობაც არ ქონდა..

18:52 | 21.04.2017
luka08 (224)

ლინკი დადეთ რა ვინმემ ჩვენების ჭიდაობის

19:11 | 21.04.2017
ალექსანდრე (4057)

http://judolive01.lb.judobase.org/live/

19:11 | 21.04.2017
ალექსანდრე (4057)

udolive01.lb.judobase.org/live/

18:49 | 21.04.2017
tiko (4585)

ეხ ბრინჯაო მაინც ავიღოთ ,გაიხდა სანატრელი

18:50 | 21.04.2017
tiko (4585)

გამიხდა სანატრლი

18:45 | 21.04.2017
sabonis (6410)

არა რა ასეთი ფიზიკით ვაფშე რა გამოდიოდნენ ამ ევროპაზე.

18:44 | 21.04.2017
maxo_65 (5634)

რეხვიაშვილს რატომ მისცეს წაგება ამიხსენით ვინმემ, იქნებ მე ვერ დავინახე რამე..

18:47 | 21.04.2017
tiko (4585)

გავიდა ტატამიდან

18:49 | 21.04.2017
maxo_65 (5634)

რანაირად გავიდა ტატამიდან ილეთის მცდელობა ქონდა, ის კიარა მე ველოდი შეუფასებდნენ ილეთს..

18:51 | 21.04.2017
tiko (4585)

არა , გარეთ გააკეთა გდება

18:53 | 21.04.2017
maxo_65 (5634)

მაინც ჩემს აზრზე ვრჩები, მე მომეჩვენა მოძრაობა ილეთისთვის ტატამის შიგნით დაიწყო

18:57 | 21.04.2017
tiko (4585)

დააკვირდი კარგად, ორივე ფეხი გარეთ ქონდა და ილეთი მერე გაკეთა, თუმცა გეთანხმბი იმაში რომ გერმანელს მცელობაც არ ქონია ილეთის კეთებაზე

18:46 | 21.04.2017
sabonis (6410)

დაიღალა ძმაო დაიღალა, თავს ზევით ძალა არაა და გავიდა ტატამიდან და გააფრთხილეს.

18:48 | 21.04.2017
maxo_65 (5634)

კი დაიღალა მაგრამ, იმან რა ქნა ასეთი, რაში ეკუთვნოდა მოგება ეს ვერ დავინახე, უკან უკან იხევდა მთელი შეხვედრის დროს

18:52 | 21.04.2017
sabonis (6410)

ხო მარა ეგ ტატამიდან არ გასულა ჩვენი გავიდა, რა აზრი ქონდა გაგრძელებას ფეხზე ვეღარ დგებოდა, , უცხოელი მწვრტნელი გვინდაა ფიზმომზადებაში.

18:57 | 21.04.2017
maxo_65 (5634)

მიცათ გერმანელისთვის არასწორი ჩავლებისთვის და პასიური ჭიდაობისთვის და როგორ დამთავრდებოდა ვნახავდიტ მერე

19:14 | 21.04.2017
sabonis (6410)

კარგი იქნებოდა, მარა ეგ ჩვენი პრობლემის არსს არ ცვლის, იქნებ კარგიც იყოს ეს წარუმატებლობა, რომ სამომავლოდ ფიზიკას სერიოზულად მოკიდონ ხელი.

18:44 | 21.04.2017
levani82 (40062)

რა უბედურებაა 2 დღე ისე მიილია 1 ოქროც კი ვერ ავიღე. ნუ ოქროს თავი რომ დავანებოთ ვერცხლიც კი ვერ ავიღეთ

18:23 | 21.04.2017
mamuka-25 (262)

73-ის რეპეშაჟებს და ნახევარფინალებს რომ ვუყურე, ნათლად გამოჩნდა, რომ შავდათუაშვილს ამ ტურნირზე არანაირი შანსი არ ჰქონდა!

16:31 | 21.04.2017
luka08 (224)

sanzona

,,რაჭველისათვის არადამახასიათებელი სისხარტე" --? რაჭველებს კარგად იცნობ ? მესხი , მეტრეველი .. ჩოგბურთში , ფეხბურთში გობეჯიშვილი ჭიდაობაში .. სისხარტეს უწუნებ მაგათ ? რაჭველისათვის არა დამახასიათებელი ზებედას აქვს არა დამაჯერებლობა და ცუნდრუკი გადამწყვეტ მომენტებში ( პატივს კი ვცემ , კაი კაცი და კაი სპორცმენია ). რაჭველი არ ჩქარობს იქ , სადაც ამის საჭიროება არ არის

18:28 | 21.04.2017
sanzona (604)

რაჭველივით დინჯი - გამოთქმა არ გაგიგია?

18:45 | 21.04.2017
luka08 (224)

)) რაჭველი ვარ , როგორ არ გამიგია . ჩვენი ანდაზაა : ,,მოჩქარეს მოუგვიანდებაო "
კი არ მწყენია შე კაცო

16:18 | 21.04.2017
mindia (2235)

ისე ეს ჰეიდაროვი აღარ ხუმრობს ხო იცით თქვენ. რესსელია რეხვიაშვილის მეტოქე, ივანოვთან შეხვედრა არ მიყურებია, მაგრამ ივანოვს წინა შეხვედრა ძალიან მძიმე ჰქონდა და იქ შეალია მთელი ძალები მგონი.

16:15 | 21.04.2017
ალექსანდრე (4057)

ზებედა პარიზის ფინალში დაიღალა დამატებითში და იმიტომ წააგო დე ვიტთან, თორემ მას არაფრით ჩამოუვარდება ამჟამად.

16:20 | 21.04.2017
rafa movedit (5436)

როცა მეტოკე შენზე წონითაც დიდი და ფიზიკურათაც ძლიერი მაგასთან უფრო იღლები ჯაჯგურში ვიდრე სხვებთან თან დე ვიტი შემტევი სტილის ძიუდოისტი არაა დაცვაში დგომა უყვარს ეგეთი იყო კიდევ ერთი ჰოლანდიელი ჰენკ გროლი მაგის ჭიდაობის შემყურე გული აგერეოდა მაგრამ ფიზიკურად ეგეც ველური იყო

16:14 | 21.04.2017
rafa movedit (5436)

federer (17) თუნდაც ბექა აიღე 1.72 და 100 კილოში გამოდიოდა მაგრამ დე ვიტი აშკარად მეტია 81 კილოზე მანდ კიდე წონას ძალიან დიდი უპირატესობა აქვს კილოს კი არაა გრამებსაც დიდი მნიშვნელობა აქვს

16:14 | 21.04.2017
mindia (2235)

რეხვიაშვილის ჭიდაობით წელს მე აღფრთოვანებული ვარ, მიყოლებით ლამაზ/ლამაზი გდებები... ბრავო, ბრავო და ბრავო.

შავდათუაშვილი ჩემი აზრით პრიმიტიულად ერთსა და იგივე ილეთის გაკეთებას გადაეკიდა და ბოლობოლო მეტოქემ ერთხელ დაიჭირა. მრავალფეროვნება დააკლდა.

16:09 | 21.04.2017
davit-001 (10)

სანზონა ეგ არარის რა არავაჯკაცური როცა მსაჯთა მაგიდას უყურებ ჯილკიანი მოჭიდავეა და ჯილკით ჭიდაობს რაც შეუზლია ბევრი ახსოვს მსაჯებისგან დაჩაგვრა და იმიტომაც უყურებს გადასასვლელი მშვიდობაზესთან ეკუთნოდა გაფრთხილება ეს უფრო უტევდა მაგრამ აქედან ადვილი საყურებელია ყველა მოჭიდავეს პატივი ვცეთ

16:13 | 21.04.2017
mindia (2235)

მოჭიდავეს (და ნებისმიერ ადამიანს ზოგადად) პატივი რომ სცენ უნდა დაიმსახუროს. ჩხვიმიანის საქციელი გუშინდელი, არ იმსახურებს პატივისცემას და მითუმეტეს პირველად არ იქცევა ასე.

იმედია გამოასწორებს.

16:21 | 21.04.2017
sanzona (604)

დავით - მუდმივად მსაჯებისგან რაღაცას რომ ითხოვს, მაგაზე ვთქვი პროვოკაციული მანერა აქვს მეთქი. არავაჟკაცური კი ვუწოდე მეტოქეზე ხელის არჩამორთმევას

16:07 | 21.04.2017
ალექსანდრე (4057)

ეეე ლაშა 12 წლით შენზე უფროსი უნგვარი ნახევარფინალში გავიდა და კვლავ გაჯობა.

16:12 | 21.04.2017
federer (17) (11312)

ლაშამ პრაქტიკულად არაფერში წააგოო
ცალი ხელით მოინდომა მოგებაა

16:03 | 21.04.2017
federer (17) (11312)

73-ში ყველა ფავორიტმა წააგოო

16:03 | 21.04.2017
გარეჯი (2892)

ბუტბულამ ხედავ შენა იარცევს უკანა ტანში ატკინა

16:01 | 21.04.2017
გარეჯი (2892)

რუსს გაფთხილება მესამე ვერ გაუბედეს აბა ქართველი ყოფილიყო

16:00 | 21.04.2017
rafa movedit (5436)

ან ეს დე ვიტი რანაირი 81 კილოა რო შეხედავ 100 კილოზე ნაკლებს არ მისცემ იმენა საქონელია

16:10 | 21.04.2017
federer (17) (11312)

ასეთI ფუტლიარი სპორცმენების მეც მიკვირს
190-მდე სიმაღლის კაცი -81 კილო როგორ არის ხოლმე ეგ მიკვირს მეც

16:11 | 21.04.2017
federer (17) (11312)

და 170 სმ-ის ტატალა 81 კილო

15:55 | 21.04.2017
გარეჯი (2892)

კომენტარი დაბლოკილია ცენზურის ავტომატური ბლოკირების მიერ, ის შეიძლება დაიშვას მოდერატორის მიერ

15:50 | 21.04.2017
sanzona (604)

ზებედა ერთ-ერთი ყველაზე ტექნიკური მოჭიდავეა ქართველებში, აქვს ილეთების დიდი მარაგი და რაჭველისთვის არადამახასიათებელი სისხარტე! ორიოდე სიტყვა მინდა ვთქვა ჩხვიმიანზე - ეს არავაჟკაცური მანერები საიდან ჩამოუყალიბდა. წაგების მერე მეტოქეზე ხელის არჩამორთმევა (როცა მეტოქე პატიოსნად გამარცხებს) სამარცხვინოა ჩემი აზრით. და კიდე აქვს ჭიდაობის პროვოკაციული მანერა - მუდმივად რაღაცით უკმაყოფილოა, ხელებს შლის, პარარას გაფაფხურებს და ეგრევე სამსაჯო მაგიდისკენ ატრიალებს თავს. ერთი სიტყვით ჩემთვის ცუდი საყურებელია მაგის ჭიდაობა.

15:49 | 21.04.2017
federer (17) (11312)

სავარაუდო მეტოქეებიდან ყველაზე სუსტს შეხვდა ზებედაა
ნუ დევიტი დიდი ვერაფერი გასაგიჟებელი სპორცმენია პირველი ჯილდო სწორედ ზებედასთან შეხვედრაში მოიგო.
ხუბეცოვი კი მართლა სერიოზული სპორცმენიაა და საკმაოდ ბევრი ტიტული აქვს მოგებულიი

15:50 | 21.04.2017
rafa movedit (5436)

დამიჯერე დე წიტს ხუბეცოვი ჯობია დარწმუნებული ვარ ხუბეცოვს შეჭამს ზებო აი დე ვიტს არ ვიცი

15:48 | 21.04.2017
MEGRELI777 (707)

http://sport1.ge/index.php?newsid=4807

15:46 | 21.04.2017
rafa movedit (5436)

ესეიგი რესელს ვხდებით ფინალში ვართ და ეგააა ისე ფინალში დე ვიტს ხუბეცოვი მირჩევნია დე ვიტი პირუტყვია რასაც ქვია ფიზიკურად ძალიან ძლიერია თანაც პარიზში წელს ფინალში დე ვიტთან წააგო ზებო ასე რომ ალანას იმედი მაქვს

15:45 | 21.04.2017
გარეჯი (2892)

73 ჰეიდაროვმა მინდა რომ მოიგოს

15:42 | 21.04.2017
federer (17) (11312)

ისეთი ლამაზი ჭიდაობები აჩვენა ზებედამ რო ალალია მასზე მოგებაა

15:39 | 21.04.2017
გარეჯი (2892)

ცალცაკე ემზადებოდა ნაკრები ეხლა შავი და ზებედამ ერთად გაიარეს შეკრება?

15:46 | 21.04.2017
ალექსანდრე (4057)

ზებედამ პარიზის გრანსლემზე აღებული ვერცხლის მერე არსად იჭიდავა მოემზადა ევროპისათვის. შავმა კი პარიზი, დიუსელდორფი და ბაქოს ტურნირები არ დაიკლო და შედეგიც სახეზეა.

15:38 | 21.04.2017
rafa movedit (5436)

სემიში ზებოს ვინ ეჯახება ვინმე მეტყვის ხო არ იცით

15:40 | 21.04.2017
გარეჯი (2892)

http://www.ippon.org/eju_sen2017.php

15:47 | 21.04.2017
rafa movedit (5436)

გაიხარე მადლობაააა

15:30 | 21.04.2017
გარეჯი (2892)

ერთი ხუბეცოვი წააგებდეს

15:28 | 21.04.2017
rafa movedit (5436)

შენ გენაცვალე ზებო რა ტეხნარაააა იმენა კლასში ცურავს ზებოს ტეხნიკაზე ნებისმიერი იაპონელი ულაპარაკოდ მოაწერდა ხელს

15:28 | 21.04.2017
federer (17) (11312)

ლაშამ არ დააფასა მეტოქე და გაუშვა ის გდება და მერე ვეღარ შეძლო შემოტრიალება შეხვედრის.
ძალების დაზოგვით აპირებდა გასვლას შემდეგ ეტაპზეე

15:26 | 21.04.2017
b.g (933)

რა კაცია ეს გერმანელი? რესელი?

15:30 | 21.04.2017
federer (17) (11312)

ტოკიოს გრანსლემის ვერცხლის პრიზიორია

15:29 | 21.04.2017
ალექსანდრე (4057)

წესით უნდა მოუგოს ზებედამ

მეტის ნახვა
სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 22
250 x 250
0.13972