სარეკლამო ადგილი - 3
227 x 91
ისტორია

9:15 | 21.04.2017 | ნანახია 248 - ჯერ

21 აპრილი მსოფლიო სპორტის ისტორიაში

1955 - დაიბადა თეიმურაზ აფხაზავა. ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა შორის (82 კგ წონითი კატეგორია) მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი (1982, 1983). ევროპის ორგზის ჩემპიონი (1983, 1984) და ორგზის მესამე პრიზიორი (1979, 1986). მსოფლიოს ჩემპიონი ახალგაზრდებს შორის (1975). მსოფლიოს უნივერსიადის ვერცხლის მედლის მფლობელი (1984). საბჭოთა კავშირის ხალხთა მეშვიდე და მერვე სპარტაკიადების მეორე და მესამე პრიზიორი. საქართველოს წლის საუკეთესო სპორტსმენი (1985). სპორტის დამსახურებული ოსტატი.

მნიშვნელოვანი ფაქტები

1895 - ინგლისის საფეხბურთო ასოციაციის თასის გათამაშების ფინალში ყველაზე სწრაფი გოლი გავიდა. ბირმინგემის “ასტონ ვილას” ფორვარდმა, რობერტ ჩეტმა მატჩის მეორმოცე წამზე აიღო “ვესტ ბრომვიჩ ალბიონის” კარი.

1909 - ინგლისის პირველ დივიზიონში “ნოტინგემ ფორესტმა” ყველაზე დიდი ანგარიშით მოგების რეკორდი გაიმეორა. ნოტინგემელებმა “ლესტერ ფოსს” 12:9 სძლიეს. 1892 წელს ანალოგიური ანგარიშით “ვესტ ბრომვიჩ ალბიონმა” “დარვენს” მოუგო.

1917 - 62 წაუგებელი მატჩის (49 მოგება, 13 ფრე) შემდეგ გლაზგოს “სელტიკი” “კილმარნოკთან” 0:2 დამარცხდა. უფრო ხანგრძლივი წაუგებელი სერია ევროპაში ბუქარესტის “სტიაუას” ჰქონდა (104 მატჩი).

1924 - ათენში დაარსდა საფეხბურთო კლუბი აეკ-ი.

1985 - ნორვეგიელმა ინგრიდ კრისტიანსენმა ლონდონის მარათონი, ქალთა შორის სარეკორდო დროით მოიგო (2:21:6).

1991 - რუსმა იაკოვ ტოლსტიკოვმა მამაკაცთა შორის მარათონულ გარბენში რიგით მეოთხე მსოფლიოს პირველობა მოიგო (2:09:17).

1991 - პორტუგალიელმა როზა მოტამ ქალთა შორის მარათონულ გარბენში რიგით მეოთხე მსოფლიოს პირველობა მოიგო (2:26:14).

1994 - დაარსდა ანდორის საფეხბურთო ფედერაცია. 1996 წელს გაწევრიანდა ფიფა-უეფაში. ოფიციალურ შესარჩევ მატჩებში ერთადერთი გამარჯვება აქვს – 2004 წლის 13 ოქტომბერს ანდორელებმა მუნდიალის საკვალიფიკაციო შეხვედრაში მაკედონიას 1:0 სძლიეს.

1995 - “ბოსტონ სელტიკსმა” “ბოსტონ გარდენში” ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის უკანასკნელი მატჩი ჩაატარა და “ნიუ იორკ ნიკსს” 98:92 სძლია.

2005 - ლონდონის “ჩელსის” მფლობელი რომან აბრამოვიჩი რუსეთის ყველაზე მდიდარ ადამიანად დასახელდა. ჟურნალ “ფორბსის” მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, რუსი ოლიგარქის ქონება 14,7 მილიარდ დოლარად შეფასდა.

2006 - თელ ავივის “მაკაბის” მთავარ მწვრთნელად ფეხბურთის ფრანგი სპეციალისტი როლან კურბისი დაინიშნა, რომელმაც ამ პოსტზე ჰოლანდიელი ტონი კაანენი შეცვალა.

2006 - თავთავიანთი უკანასკნელი ოფიციალური შეხვედრები ჩაატარეს 35 წლის ალან შირერმა და 38 წლის ჯუზეპე სინიორიმ.

2007 - სოფიაში გამართულ თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ევროპის ჩემპიონატზე ალექსი მოდებაძემ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა (120 კგ). 84 კგ წონით კატეგორიაში პირველობა არავის დაუთმო რუსეთის ნაკრებში მოასპარეზე გიორგი ქეთიშვილმა, რომელსაც ჭიდაობის სამყარო კეტოევის გვარით იცნობს.

2008 - “სან ანტონიო სპერზის” არგენტინელი ლეგიონერი მანუ ჯინობილი ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის საუკეთესო “მეექვსე” (შემცვლელ) მოთამაშედ აღიარეს.

2008 - ბრაზილიელმა სპეციალისტმა კარლოს ალბერტო პარეირამ სამხრეთ აფრიკის საფეხბურთო ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა.

2011 - სტამბოლში მიმდინარე ძიუდოისტთა ევროპის ჩემპიონატზე 60 კგ წონით კატეგორიაში ბეთქილ შუკვანი ვერცხლის მედალს დაეუფლა. ჩემპიონი უკრაინის სახელით მოასპარეზე გიორგი ზანთარაია გახდა.

2012 - ესპანეთის პრიმერა დივიზიონის “ელ კლასიკო” მადრიდის “რეალმა” ბარსელონაში 2:1 მოიგო. შედეგიანობის რეკორდი რეალმა და რონალდუმ დაამყარეს - შესაბამისად 109 და 42 გოლი.

ამ დღეს დაიბადნენ

1830 - ჯეიმს სტარლი. ველოსპორტის ინგლისელი გამომგონებელი. ველოინდუსტრიის დამაარსებელი.

1908 - ლუის ჰოსტინი (საფრანგეთი). უმჩატესი წონის მოკრივეთა შორის 1932 და 1936 წლების ოლიმპიადის ჩემპიონი.

1912 - შალვა ჩიხლაძე. თავისუფალი სტილით ჭიდაობაში ჰელსინკის 1952 წლის ოლიმპიადის პრიზიორი. საბჭოთა კავშირის ოთხგზის ჩემპიონი. გამოდიოდა რუსეთის სახელით.

1926 - ჯორჯ არტურ როილი. “ვესტ ბრომვიჩ ალბიონის”, “ფულჰემის”, “ლესტერ სიტის”, “შრუსბერი თაუნის” ფორვარდი. ინგლისის პირველ, მეორე, მესამე და მეოთხე დივიზიონებში ჩაატარა 619 მატჩი, გაიტანა 434 გოლი. წვრთნიდა “შრუსბერის”, “შეფილდ იუნაიტედსა” და “საუთენდს”.

1936 - ბობ კლირი. ამერიკელი ჰოკეისტი. ზამთრის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი.

1947 - მარია გიგოვა. ბულგარელი ტანმოვარჯიშე. მხატვრულ ტანვარჯიშში მსოფლიოს სამგზის აბსოლუტური ჩემპიონი.

1952 - სოსლან ანდიევი. საბჭოთა თავისუფალი სტილით მოჭიდავე. სუპერმძიმე წონით კატეგორიაში ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი. მსოფლიოსა და ევროპის პირველობების მრავალგზის გამარჯვებული.

1955 - ტონინიო სერეზო. 1970-80-იან წლებში ბრაზილიის ნაკრების ნახევარმცველი. მსოფლიოს 1978 წლის პირველობის პრიზიორი. მსოფლიოს 1982 წლის ჩემპიონატის მონაწილე. ბრაზილიის ნაკრების 58 მატჩში გაიტანა 7 გოლი. 1977 და 1980 წლებში დაასახელეს ბრაზილიის საუკეთესო ფეხბურთელად. “სან პაულუს” შემადგენლობაში მოპოვებული აქვს ლიბერტადორესისა და საკონტინენტთაშორისო თასები. ევროპაში გამოდიოდა “რომასა” და “სამპდორიას” რიგებში. მოპოვებული აქვს უეფას თასი. იტალიის ჩემპიონი (“სამპდორია”) და ქვეყნის თასის ხუთგზის (ორჯერ “რომას”, სამჯერ “სამპდორიას” შემადგენლობაში) მფლობელი. ბრაზილიაში წვრთნიდა “გუარანისა” და “ატლეტიკო მინეიროს”. მწვრთნელად მუშაობდა იაპონიასა და არაბთა გაერთიანებულ საემიროებშიც. “კაშიმა ანთლერზს” იაპონიის იმპერატორის თასი მოაგებინა (2000), “ალ შაბაბს” კი საემიროების ჩემპიონატი (2008).

1955 - თეიმურაზ აფხაზავა. ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა შორის (82 კგ წონითი კატეგორია) მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი (1982, 1983). ევროპის ორგზის ჩემპიონი (1983, 1984) და ორგზის მესამე პრიზიორი (1979, 1986). მსოფლიოს ჩემპიონი ახალგაზრდებს შორის (1975). მსოფლიოს უნივერსიადის ვერცხლის მედლის მფლობელი (1984). საბჭოთა კავშირის ხალხთა მეშვიდე და მერვე სპარტაკიადების მეორე და მესამე პრიზიორი. საქართველოს წლის საუკეთესო სპორტსმენი (1985). სპორტის დამსახურებული ოსტატი.

1956 - ალან ჰანსენი. დანიის ნაკრებისა და “ჰამბურგის” ფორვარდი. 1983 წელს მოიპოვა ჩემპიონთა თასი. ბუნდესლიგის ჩემპიონი. 1977 და 1981 წლებში დაასახელეს დანიის საუკეთესო ფეხბურთელად.

1960 - ჯულიუს კორირი (კენია). სტიპლჩეიზში ლოს ანჯელესის 1984 წლის ოლიმპიური ჩემპიონი.

1961 - ანდრეი ხომუტოვი. საბჭოთა ჰოკეისტი. ზამთრის ოლიმპიური თამაშების, მსოფლიოსა და ევროპის პირველობების ჩემპიონი.

1965 - თომას ჰელმერი. გერმანიი ნაკრების, ბილეფელდის “არმინიას”, დორტუნდის “ბორუსიას”, მიუნხემის “ბაიერნის” მცველი. ევროპის 1996 წლის ჩემპიონი. გერმანიის სამგზის ჩემპიონი. უეფასა და გერმანიის თასების მფლობელი.

1972 - დმიტრი ლეპკოვი. რუსი მოცურავე. ოლიმპიური თამაშებისა და ევროპის ჩემპიონი.

1973 - ელენა რუდკოვსკაია. რუსი მოცურავე. ოლიმპიური თამაშებისა ევროპის ჩემპიონი.

1975 - დენიონ ჯოზეფ ლოუდერი (ახალი ზელანდია). 200 და 400 მეტრზე ცურვაში ბარსელონას 1992 წლის ოლიმპიური ჩემპიონი.

1979 - სტეფანო გარისი. გერმანიის კალათბურთელთა ნაკრებისა და “ალბას” მსროლელი-ფორვარდი (200 სმ). ევროპის პირველობის ბრინჯაოს პრიზიორი.

1980 - ვინსენ ლეკავალიე. ჰოკეის ეროვნული ლიგის კლუბის, “ტამპა ბეის” მოთამაშე. 2004 წლის სტენლის თასის მფლობელი. 2004 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშე.

ამ დღეს გარდაიცვალა

2005 - ფეროუზ ხანი. იმ მომენტისთვის უხუცესი ოლიმპიური ჩემპიონი. მან 1928 წლის ოლიმპიადაზე, ბალახის ჰოკეისტთა ტურნირში, ინდოეთის ეროვნულ ნაკრებთან ერთად გაიმარჯვა. 1960 წელს ხანმა კიდევ ერთი ოლიმპიური ოქრო მოიპოვა, ამჯერად მწვრთნელის რანგში. მაშინ ის პაკისტანის ბალახის ჰოკეისტთა ეროვნულ ნაკრებს ედგა სათავეში. გარდაიცვალა პაკისტანში, 101 წლის ასაკში.

სარეკლამო ადგილი - 25
710 x 104
Loading...

კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 22
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 531
სარეკლამო ადგილი - 15
120 x 600
0.089604