ფეხბურთი

13:00 | 21.04.2017 | ნანახია [] - ჯერ

პერესი გალიანის "რეალში" ეპატიჟება

მადრიდის „რეალში“, შესაძლოა, არც მეტი, არც ნაკლები, ადრიანო გალიანი ვიხილოთ. იტალიური მედიის ინფორმაციით, ფლორენტინო პერესს სურს, თავისი ძველი მეგობარი მიიწვიოს და ტექნიკური დირექტორის პოსტი ჩააბაროს.

აღნიშნულ თანამდებობას ამჯერად ხოსე ანხელ სანჩესი იკავებს, თუმცა, პერესი მზადაა, მის ნაცვლად გალიანი დანიშნოს. აღსანიშნავია, რომ „რეალის“ პრეზიდენტსა და „მილანის“ აწ უკვე ყოფილ ვიცე-პრეზიდენტს მეგობრული ურთიერთობა დიდი ხანია აკავშირებთ.

აღნიშნულზე გალიანის მოსაზრება ჯერჯერობით უცნობია. აქვე შეგახსენებთ, რომ ადრიანო 31 წლის განმავლობაში „მილანში“ მოღვაწეობდა, მაგრამ რამდენიმე დღის წინ უმუშევარი დარჩა - მას შემდგომ, რაც „როსონერის“ სათავეში ახალი ხელმძღვანელობა მივიდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116663