ფეხბურთი

12:00 | 21.04.2017 | ნანახია [] - ჯერ

"წითელ ეშმაკებს" როხო დაუშავდათ

ინგლისურ „მანჩესტერ იუნაიტედს“ ევროპა ლიგის ნახევარფინალში გასვლა ძვირად დაუჯდა. ზლატან იბრაჰიმოვიჩის გარდა, „ანდერლეხტთან“ შეხვედრა ტრავმით დაასრულა მარკოს როხომაც. არგენტინელი ჯერ კიდევ პირველ ტაიმში დაშავდა და სხვათა შორის, მანაც მუხლი დაიზიანა, ოღონდ მარცხენა.

როხოს მოედნის დატოვება საკაცით მოუწია. ამ დროისთვის უცნობია, რამდენი ხანი დასჭირდება სამხრეთამერიკელი მცველის რეაბილიტირებას.

აქვე შეგახსენებთ, რომ „მანჩესტერის“ ლაზარეთში კიდევ ორი მცველია: კრის სმოლინგი და ფილ ჯონსი.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112569