სარეკლამო ადგილი - 3
227 x 91
ჭადრაკი

0:39 | 21.04.2017 | ნანახია 859 - ჯერ

ლიდერთა მშვიდობიანი ტური

ქალ მოჭადრაკეთა ევროპის ინდივიდუალურ ჩემპიონატზე, რომელსაც ლატვიის დედაქალაქი რიგა მასპინძლობს მეცხრე ტურის პარტიები გათამაშდა.

ყაიმით დაასრულეს თავიანთი პარტიები სატურნირო ცხრილის სათავეში მყოფმა ნანა ძაგნიძემ და ალექსანდრა გარიაჩკინამ(რუსეთი). ძაგნიძე მსოფლიოს ექს ჩემპიონ მარია მუზიჩუკს(უკრაინა), გარიაჩკინა კი თანამემამულე კაშლინსკაიას დაუზავდა. ლიდერთა წაფორხილებით ვერ ისარგებლეს მათ კვალში მყოფმა მოჭადრაკეებმა, რომლებმაც ასევე ყაიმი გააკეთეს და ლიდერებმა 7.0-7.0 ქულით თავიანთი პოზიციები შეინარჩუნეს. ექვს მოჭადრაკეს აქვს 6.5-6.5 ქულა, რომლებიც მესამე-მერვე ადგილებს ინაწილებენ.

ბოლოსწინა, მეათე ტურში ძაგნიძე თეთრებით მონიკა სოსკოს(პოლონეთი) ეთამაშება, ხოლო გარიაჩკინას მეტოქე უნგრეთის სახელით მოთამაშე ტაჩ ტრანგ ჰოანგი იქნება.

მეცხრე ტურის შეხვედრათა ტექნიკური შედეგები ქართველი მოჭადრაკეების მონაწილეობით :

მარია მუზიჩუკი(უკრაინა, 2546) - ნანა ძაგნიძე(2528) 0.5:0.5

ელინა დანიელიანი(სომხეთი, 2437)-ნინო ბაციაშვილი(2496)1:0

ბელა ხოტენაშვილი(2455) - იულია ოსმაკი(უკრაინა, 2348)0.5:0.5

ლელა ჯავახიშვილი(2456) - ნინო ხომერიკი (2308) 1:0

მერი არაბიძე(2373) - კატარჟინა ტომა(პოლონეთი)0.5:0.5

მარინა ბრუმელო(იტალია, 2354) - სალომე მელია(2400)1:0

სოფიკო გვეტაძე(2292) - ანასტასია საზონოვა(რუსეთი, 2143)

ქართველი მოჭადრაკეების სატურნირო მდგომარეობა:

1.ძაგნიძე 7.0 ქულა

14.ხოტენაშვილი6.0

25.ბაციაშვილი 5.5

29.ჯავხიშვილი 5.5

51.არაბიძე 5.0

  1. მელია 5.0

64.გვეტაძე 5.0

73.ხომერიკი 4.5

მეათე ტურის შეხვედრათა განრიგი ქართველი მოჭადრაკეების მონაწილეობით:

ნანა ძაგნიძე - მონიკა სოსკო(პოლონეთი, 2462)

ნინო ბაციაშვილი-დარია პუსტოვოიტოვა(რუსეთი, 2411)

გულნარა მამედიაროვა(აზერბაიჯანი, 2357)-ლელა ჯავახიშვილი

ლაურა უნუკი(სლოვენია,2275)- ბელა ხოტენაშვილი

სალომე მელია- ანასტასია ტრავკინა(რუსეთი,2287)

რუიზ მონიკა კალზეტა(ესპანეთი,2257)-არაბიძე

ხომერიკი - მარია გევორგიანი(სომხეთი, 2227)

ალმირა სკრიპჩენკო(საფრანგეთი,2420)-გვეტაძე

სარეკლამო ადგილი - 25
710 x 104
Loading...

კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
22:45 | 21.04.2017
BEERTRANCE (94528)

წარმატებები ნანა, აბა შენ იცი

სარეკლამო ადგილი - 22
250 x 250
0.153586