ფეხბურთი

0:30 | 21.04.2017 | ნანახია [] - ჯერ

“ატლეტიკოს” ხუანფრანი გამოაკლდა

მადრიდის “ატლეტიკოს” განაპირა მცველებმა ხუანფრანმა და ფელიპე ლუისმა “ლესტერთან” გამართულ მატჩში (1:1) ტრავმები მიიღეს. აღნიშნულ ინფორმაციას “როხიბლანკოს” ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.

როგორც გაირკვა, ფელიპეს დაზიანება სერიოზული არაა და შესაძლოა, ლა ლიგის უახლოესი ტურის მატჩშიც ითამაშოს, ხოლო ესპანელ ფეხბურთელს მარჯვენა ფეხის ბარძაყის ტრავმა აქვს და დაახლოებით სამი კვირის განმალობაში ვერ ითამაშებს.

ამრიგად, 32 წლის ფეხბურთელი ჩემპიონთა ლიგის პირველ 1/2 ფინალურ მატჩს აუცილებლად გამოტოვებს, ხოლო განმეორებით შეხვედრაში მისი მონაწილეობა საეჭვოა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111771