ფეხბურთი

21:45 | 20.04.2017 | ნანახია [] - ჯერ

სფფ-ის აკადემიის 14-წლამდელები ერევანში: წაგება და მოგება

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის აკადემიის 14-წლამდელთა გუნდმა (მწვრთნელი - გიორგი მოდებაძე) ერევანში მიმდინარე "განვითარების თასზე" მეორე შეხვედრა გამართა და ბელარუსი თანატოლები 3:1 დაამარცხა. გოლები გაიტანეს ბადრი გოგობერიშვილმა, თემურ ვაზაგაშვილმა და ლაშა ონიანმა.

ძირითადი შემადგენლობა: თორნიკე ხაბაზი, ბაქარ აბჟანდაძე, ლუკა ფერცულიანი, გიორგი გრიგალაშვილი, საბა ბეჭვაია, გურამ დეისაძე, ლუკა თაგორაშვილი, თემო ვაზაგაშვილი, ლუკა მაყიშვილი, ბადრი გოგობერიშვილი, ლაშა ონიანი.

ქართველმა 14-წლამდელებმა პირველი მატჩი მაკედონიასთან გამართეს და 0:2 წააგეს. ჩვენებს ერთი მატჩი დარჩათ - მასპინძელ სომხეთთან.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.118892