ფეხბურთი

22:16 | 20.04.2017 | ნანახია [] - ჯერ

სოუზა "ფიორენტინას" დატოვებს

ფლორენციის "ფიორენტინას" მთავარი მწვრთნელი პაულუ სოუზა მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ გუნდს დატოვებს. როგორც Sky Sport Italia იუწყება, პორტუგალიელ სპეციალისტს შანსი ჰქონდა იტალიურ კლუბთან კონტრაქტი გაეგრძელებინა, თუმცა უარი განაცხადა.

სოუზა "ფიორენტინაში" 2015 წლის ივნისში მივიდა. მას შემდეგ "იებმა" 89 შეხვედრა ჩაატარეს, საიდანაც 41 მოიგეს, 23 ფრედ დაასრულეს, ხოლო 25 მატჩში მარცხი განიცადეს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.098756