ფეხბურთი

20:19 | 20.04.2017 | ნანახია [] - ჯერ

ბეილმა ვარჯიში განაახლა

უელსის ეროვნული ნაკრების და მადრიდის "რეალის" შემტევმა გარეტ ბეილმა ვარჯიში განაახლა. აღნიშნული ინფორმაცია კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა. 27 წლის ფეხბურთელი გუნდთან ერთად სრულად დაიტვირთა და დიდი ალბათობით "ბარსელონას" წინააღმდეგ 23 აპრილს გასამართ მატჩში მონაწილეობას მიიღებს.

უელსელმა კუნთის დაზიანება მიუნხენის "ბაიერნთან" მოგებულ (2:1) ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის პირველ შეხვედრაში მიიღო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.119702