ფეხბურთი

19:51 | 20.04.2017 | ნანახია [] - ჯერ

პრემიერლიგის სეზონის გუნდი

ინგლისის პროფესიონალ ფეხბურთელთა ასოციაციამ პრემიერლიგის 2016/17 წლების სეზონის გუნდი დაასახელა. საუკეთესო 11 ფეხბურთელს შორის ჩემპიონატის 5 კლუბის წარმომადგენლები მოხვდნენ.

ასოციაციის ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, პრემიერლიგის სეზონის გუნდი შემდეგნაირად გამოიყურება:

მეკარე: დავიდ დე ხეა ("მანჩესტერ იუნაიტედი")

მცველები: კაილ უოლკერი ("ტოტენჰემი"), დავიდ ლუიზი ("ჩელსი"), გარი კეჰილი ("ჩელსი"), დანი როუზი ("ტოტენჰემი")

ნახევარმცველები: დელი ალი ("ტოტენჰემი"), ედენ აზარი ("ჩელსი"), ნგოლო კანტე ("ჩელსი"), სადიო მანე ("ლივერპული")

თავდამსხმელები: ჰარი კეინი ("ტოტენჰემი"), რომელუ ლუკაკუ ("ევერტონი")

0.111734