ფეხბურთი

18:57 | 20.04.2017 | ნანახია [] - ჯერ

მაჭარაშვილმა ლიტვაში ისევ გაიტანა

ლიტვის "სტუმრასის" ქართველმა შემტევმა ნახევარმცველმა ლევან მაჭარაშვილმა ზედიზედ მეორე მატჩში გაიტანა. წინა ტურში "ჟალგირისთან" 1:3 წაგებულ შეხვედრაში შეაგდო, ამ ტურში კი "ლიეტავასთან" 75-ე წუთზე მიითვალა გადამწყვეტი ბურთი - 1:0.

სხვათა შორის, ეს "სტუმბრასის" პირველი მოგება იყო. სულ კი შვიდი ტურია გასული. პირველი მოგება და ისიც ქართველის გოლით. "ლიეტავას' შემადგენლობაშიც ითამაშა ქართველმა: ფორვარდმა დავით მაკარაძემ, რომელიც პოლონეთის პირველი ლიგის "ვიგრი შუვალკიში" გამოდიოდა.

მაჭარაშვილზე ადრეც დავწერეთ და შეგახსენებთ, რომ 20 წლისაა და მარტში საქართველოს 21-წლამდე ნაკრებში ჰქონდა დებიუტი - ისლანდიის წინააღმდეგ. ტექნიკური და სწრაფი ცაცია შემტევია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115768