ჩოგბურთი

12:36 | 20.04.2017 | ნანახია [] - ჯერ

ნადალი მონტე-კარლოს მერვედფინალშია 

დიდი სლემის 14-გზის ჩემპიონმა რაფაელ ნადალმა მონტე-კარლოს მასტერსის პირველ წრეში ბრიტანელი კაი ლედმუნდი 6:0, 5:7, 6:3 დაამარცხა. შეხვედრა 2 საათსა და 20 წუთს გაგრძელდა.

რაფამ ბრიტანელი პრიველ სეტში 6:0 გაანადგურა, მეორე პარტიაში 2:1 ბრეიკით დაწინაურდა და თითქოს მატჩის ბედი გადაწყვეტილი იყო, მაგრამ ედმუნდმა უკუბრეიკი შეასრულა და საბოლოოდ მესამე გადამწყვეტი სეტი დაინიშნა, სადაც 5:3-ზე ესპანელმა გადამწყვეტი ბრეიკი გააკეთა.

1/8-ფინალში რაფაელი გერმანელ ალექსანდრ ზვერევს შეხვდება, მატჩი 20 აპრილს თბილისის დროით 16:00 საათზეა ჩანიშნული. ურთიერთშეხვედრებში რაფა ზვერევს 2:0-ს ამარცხებს.

0.116775