სარეკლამო ადგილი - 3
227 x 91
ჭადრაკი

14:53 | 20.04.2017 | ნანახია 840 - ჯერ

ქართველმა მოჭადრაკეებმა მოგებით დაიწყეს

ისლანდიის დედაქალაქი რეიკიავიკი, 19-27 აპრილს დიდ საერთაშორისო საჭადრაკო ტურნირს მასპინძლობს, რომელშიც რამდენიმე ქვეყნის 265 სპორტსმენი მონაწილეობს. მათ შორის ორი ქართველი მოჭადრაკე ბაადურ ჯობავა(2712) და სოფიკო გურამიშვილი(2364) იმყოფება.

ჯობავა, ანიშ გირისა(ჰოლანდია,2771) და დმიტრი ანდრეიკინის(რუსეთი, 2734) შემდეგ მესამე, ხოლო გურამიშვილი 58-ე ნომრადაა განთესილი. ასპარეზობა შვეიცარიული სისტემით ათ ტურად ტარდება. თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში უპირატესობა უკეთესი მაჩვენებლების მქონე მოჭადრაკეს მიენიჭება.

პირველ ტურში ორივე ქართველმა მოჭადრაკემ კარგად ითამაშა და გაიმარჯვა. ჯობავამ ანდრეს პერსონს(შვედეთი, 2078) მოუგო, ხოლო გურამიშვილმა ფრანჩესკო პუგლა(იტალია, 1809) დაამარცხა.

მეორე ტურში ბაადური ინდოელ არადია გარგის(2315) შეხვდება, ხოლო სოფიკო კანადელ დალე ჰესელს(2095) დაუპირისპირდება.

სარეკლამო ადგილი - 25
710 x 104
Loading...

კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
სარეკლამო ადგილი - 22
250 x 250
0.096788