კალათბურთი

10:26 | 20.04.2017 | ნანახია [] - ჯერ

ზაზას 10 ქულა და გამარჯვება “პორტლენდთან” (+VIDEO)

ზაზა ფაჩულიას “გოლდენ სტეიტმა” პლეი-ოფის მეორე შეხვედრაში შინ “პორტლენდი” 110:81 დაამარცხა (VIDEO). ზაზა ტრადიციულად სასტარტო 5-ეულში იმყოფებოდა და პარკეტზე 17 წუთი დაჰყო. ამ დროში ქართველმა ცენტრმა გუნდს 10 ქულა, 4 მოხსნა და ერთი ჩაჭრა შესძინა. ზაზამ 7-დან 5 ორქულიანი ჩააგდო.

რაც შეეხება უშუალოდ შეხვედრას, “მეომრებმა” პირველი პერიოდი 33:17 მოიგეს, რის შემდეგაც პორტლენდლები მთელი შეხვედრის განმავლობაში მდევრის როლში გახლდნენ. მატჩში ყველაზე მეტი 19 ქულა სტეფ კარის ანგარიშზეა. “პორტლენდში” 15 ქულით ჰარკლესი გამოირჩა.

სერიას “გოლდენ სტეიტი” 2:0-ს იგებს, მომდევნო შეხვედრა პორტლენდში 23 აპრილს გაიმართება, მატჩი თბილისის დროით 06:30 საათზე დაიწყება.

0.128713