News

14:24 | 20.04.2017 | ნანახია [] - ჯერ

ლუის ენრიკე: "ლამაზი ფეხბურთი ვიხილეთ"

კატალონიის „ბარსელონას“ მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ „იუვენტუსთან“ მატჩის შემდეგ მედიასთან საუბრისას აღნიშნა, რომ მისმა გუნდმა ყველაფერი გააკეთა ნახევარფინალში გასასვლელად, მაგრამ არ გამოუვიდა.

„ვფიქრობ, ლამაზი ფეხბურთი ვიხილეთ - ჩვენ შემტევი ფეხბურთი ვითამაშეთ, როგორც შეგვეძლო, მაგრამ ეს საკმარისი არ გამოდგა - ასეთია ფეხბურთი. მინდა კომპლიმენტი ვუთხრა „იუვენტუსს“, რომელსაც ჩემპიონთა ლიგის მოგება ნამდვილად შეუძლია, რადგან შესანიშნავი მწვრთნელი და ფეხბურთელები ჰყავს.

სიმართლე ისაა, რომ როდესაც გუნდი ტიტულს იგებს, მწვრთნელს არავინ ახსენებს, ხოლო როდესაც აგებს, მაშინ დამნაშავე ყოველთვის მწვრთნელია. ამიტომაც, ვფიქრობ, არ მიმიღია ნაჩქარევი გადაწყვეტილება წასვლასთან დაკავშირებით“, - დასძინა ლუის ენრიკემ.

შეგახსენებთ, „ბარსელონა“ ჩემპიონთა ლიგას მეოთხედფინალიდან გამოეთიშა. დამარცხდა რა, „იუვენტუსთან“ ორი მატჩის ჯამში - 0:3.

0.098036