სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
730 x 90
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
230 x 90
ბლოგი

20:44 | 19.04.2017 | ნანახია [] - ჯერ

მარადიული კითხვა: დასავლეთი თუ აღმოსავლეთი?
სარეკლამო ადგილი - 38
გახსნილ მასალაში ფოტოს ქვემოთ
700 x 100

წელს არა და, 2018/2019 წლების საფეხბურთო სეზონში კი აღსრულდება იტალიის საკლუბო ფეხბურთის ქომაგთა დიდი ოცნება და როგორც იქნა, სერია “ა”-ს წარმომადგენლები უპირველეს ევროტურნირზე კვლავ 4 კლუბით იქნებიან წარმოდგენილი. ეს რამდენად წაადგება პოზიციებშერყეულ კალჩოს ჯერ არავინ იცის, თუმცა, მთავარ ევროტურნირზე იტალიური კლუბების მატება რომ მნიშვნელოვანი და აღსანიშნავი ფაქტია – ცხადია.

ევროპაში იმაზეც აქტიურად მსჯელობენ რომ, ევროპის საშუალო კლუბების ადგილს თანდათან აღმოსავლეთევროპული კლუბები იკავებენ და “აღმოსავლელთა ანექსია” იმდენაც ცხადი და თვალსაჩინოა, რომ ეს ბევრს ერთგვარ პრობლემადაც მაჩნია. (რატომაა ეს პრობლემა ნამდვილად ვერ გაიგებს კაცი) თუმცა, “ბარსელონას”, “რეალის”, ”ბაიერნისა” და სხვა სუპერ-ბობოლა კლუბების ადგილამდე აღმოსავლელებს ჯერ ნამდვილად ბევრი უკლიათ.

არასოდეს მომწონდა ფეხბურთის კონტინენტურად დაყოფა და ევროპა-სამხრეთ ამერიკის დაპირისპირება-შეპირისპირება მუდამ თითიდან გამოწოვილ ამბად მიმაჩნდა. ამ საკითხზე მსჯელობა ძალიან შორს წაგვიყვანს, თუმცა ვიცი რომ არც ისე ძნელად გასაგებია ერთი მარტივი ჭეშმარიტება: რომ არა ევროპა, ლათინური ამერიკის ფეხბურთი უბრალოდ არ იარსებებდა, და რომ არა ლათინური ამერიკა, ევროპული ფეხბურთის განვითარება ღმერთმა იცის რამდენად უფრო ნაკლები ტემპებით მოხდებოდა. ისევე როგორც არაფრისმომტანია ავტომოყვარულთა მარადიული კამათი “პორშე” სჯობია თუ “ფერარი”, ასევე ვერაფერს დავადგენთ ევროპა-ამერიკის დაპირისპირებით. ფეხბურთი მაინც ერთი მთლიანობაა და მათი უაზრო დაშორიშორება შეუძლებელია.

იმის მიუხედავად, რომ როგორც ვთქვი ევროპა-ამერიკის შეთანასწორება არ მომწონს, გაგიკვირდებათ და მუდამ მაინტერესებდა დაპირისპირება დასავლეთ და აღმოსავლეთ ევროპას შორის. ყოველთვის მოწინავე რა თქმა უნდა დასავლეთ ევროპა იყო, კარგა ხნის განმავლობაში ეს ჰეგემონია კიდევ შენარჩუნდება, მაგრამ ყოველი ჩემპიონთა ლიგის დაწყების წინ ვფიქრობ: ეგებ ახლა იმარჯვონ აღმოსავლელებმა და შეცვალონ ის საფეხბურთო კონფიგურაცია, რომელიც დღეს ევროპაში არსებობს. ნელი ტემპებით, მაგრამ მაინც საკმაოდ საინტერესოდ ვითარდება აღმოსავლეთევროპული ფეხბურთი.

თუკი რუსული ფეხბურთი ძირითადად ოლიგარქების სჯელი ჯიბის გამოისობით წავიდა წინ, თურქეთში, რუმინეთში, ჩეხეთში და აღმოსავლეთ ევროპის ბევრ სხვა ქვეყნებში განვითარების ბუნებრივი გეზია არჩეული და როდესაც ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპამდე “დებრეცენის” დარი პატარა გუნდები აღწევენ, ეს უკვე ნათელი ნიშანია იმისა, რომ აღმოსავლეთს დიდი პოტენციალი გააჩნია და რომ არა მთელი რიგი შემაფერხებელი გარემოებები, დასავლეთს აქამდეც გაუტოლდებოდნენ.

არადა პრეცენდენტები საკმაოდ იყო. ჩემპიონთა თასი ხომ იუგოსლავურ და ბულგარულ კლუბებსაც კი აქვთ აღებული, თუმცა აწგაუქმებული უეფას თასისა და თასების თასისაგან განსხვავებით, ასეთი პრეცენდენტები საბოლოო ჯამში ჩემპიონთა ლიგაზე მაინც იშვიათობა იყო. ერთმა უკრაინელმა ჟურნალისტმა უეფას თასს საკმაოდ გონებამოსწრებულად უწოდა “აღმოსავლელთა ამბიციების დამაკმაყოფილებელი ტურნირი”.

ყოფილ უეფას თასს და ამჟამინდელ ევროპის ლიგას უფრო ღრმა აზრი აქვს, ვიდრე ეს ერთი შეხედვით ჩანს. ეს გახლავთ პირველ რიგში ის, რომ “მეორე ეშელონის” ევროპულ კლუბებსაც მიეცეთ ევროტურნირში მონაწილეობის საშუალება და ამ გზით მოხდეს უეფას ტურნირებში უფრო მეტი ევროპული კლუბისა და ქალაქის ჩართვა. ბევრი ქალაქი ბევრ კლუბსა და გულშემატკივარს ნიშნავს, ბევრი გულშემატკივარი - ბევრი ფულის შოვნის შანსსა და ტურნირის პოპულარიზაციის დიდ მასშტაბებს... თუმცა ეს ყველაფერი საბოლოდ მაინც ამბიციების დაკმაყოფილებამდე მიდის. თუკი ტურინის “იუვენტუსი” ჩემპიონთა ლიგაზე გამოვა, “ფიორენტინას” ქომაგებსა და დირექტორატს გული ევროპის ლიგით შეუძლია დაიმშვიდოს. ფეხბურთი ამბიციების გარეშე ვერ იარსებებს, უამბიციო ხალხი კი, დიდი სპორტმენები და კარგი გულშემატკივრები ვერასოდეს გახდებიან.

სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილი მასალის შემდეგ
710 x 250
სარეკლამო ადგილი - 26
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 33
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 13
დაკიდული მარცხენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 14
დაკიდული მარცხენა ქვედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 15
დაკიდული მარჯვენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 16
დაკიდული მარჯვენა ქვედა
120 x 600
0.110539
სარეკლამო ადგილი - 99
კოდი <body>-ის ბოლოში
X x X