ფეხბურთი

17:25 | 19.04.2017 | ნანახია [] - ჯერ

საქართველო -  ფუტსალში 42-ე ადგილზე

გამოქვეყნდა ფიფას ახალი რეიტინგი ფუტსალში და საქართველომ ექვსი საფეხურით წაიწია წინ: 48-ე იყო და ახლა 42-ე პოზიციაზეა. უშუალოდ ევროპულ ქვეყნებს შორის კი, ავთანდილ ასათიანის გუნდი 23-ე ადგილზეა.

აქვე, იმ ნაკრებებზეც, რომლებიც უეფას მეინ-რაუნდში საქართველოს მეტოქეები იყვნენ. იტალია, როგორც ხედავთ, მეხუთეა. ბელარუსი 21-ე, ხოლო ჰოლანდია - 26-ე ადგილზეა.

შეგახსენებთ, 6 ივლისს იქნება წილისყრა და შევიტყობთ, ვინ იქნება საქართველოს ნაკრების მეტოქე პლეი-ოფში. ერთი ნაბიჯი დარჩა ევროპის ჩემპიონატამდე.

1. ბრაზილია - 1929
2. ესპანეთი - 1872
3. რუსეთი - 1765
4. არგენტინა - 1700
5. იტალია - 1608
6. ირანი - 1593
7. პორტუგალია - 1582
8. უკრაინა - 1500
9. ყაზახეთი - 1462
10.აზერბაიჯანი - 1445
...
42. საქართველო - 1056

0.113321