ფეხბურთი

20:38 | 18.04.2017 | ნანახია [] - ჯერ

"დინამომ" გიორგი პაპუნაშვილი დასაჯა

ქობულეთის შუქურასთან ჩადენილი უღირსი საქციელის გამო, რითიც გიორგი პაპუნაშვილმა შეურაცხყო დინამო თბილისის ყველა თაობის ფეხბურთელი და გულშემატკივარი, კლუბის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, მას ჩამოერთვა კაპიტნობა და გაურკვეველი ვადით ჩამოშორდა პირველი გუნდის საწვრთნელ პროცესს.

შეგახსენებთ, რომ პაპუნაშვილმა წინა სეზონში ლანჩხუთის გურიასთან მატჩის დროს მომხდარი არასასიამოვნო ფაქტის შემდეგ, მიიღო 5 მატჩიანი დისკვალიფიკაცია და გაფრთხილება, რომ დისციპლინური დარღვევის შემთხვევაში ის მკაცრად დაისჯებოდა.

fcdinamo.ge

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.119222