ფეხბურთი

21:48 | 18.04.2017 | ნანახია [] - ჯერ

კამილ გლიკი: "ბავშვობაში გულის მანკი დამიდგინეს"

საფრანგეთის ჩემპიონატის ერთ-ერთმა საუკეთესო მცველმა, "მონაკოს" პოლონელმა ლეგიონერმა კამილ გლიკმა თავის ბავშვობაზე ისაუბრა. თურმე ექიმებს მისთვის კატეგორიულად აუკრძალავთ ფეხბურთის თამაში...

"მეშახტეთა პატარა ქალაქ იასტშემბე-ზდრუიში დავიბადე, ღარიბ რაიონში გავიზარდე და მეც სხვა ბავშვებივით ბურთს დავსდევდი. ბავშვობიდანვე "ბაიერნს" ვქომაგობდი, ყველაზე მეტად კი ბრაზილიელი მცველი ლუსიო მომწონდა.

...ბავშვობაში ექიმებმა გულის მანკი დამიდგინეს. ექიმმა პაპაჩემს უთხრა, კამილის გადარჩენის შანსი მცირეა, საშუალოდ, 20-დან ერთი უძლებს ასეთ დაავადებასო. ბუნებრივია, თამაშიც ამიკრძალეს. გაინტერესებთ, ამ ყველაფერმა უფრო ძლიერი გამხადა თუ არა? ეჭვიც არ მეპარება. ასეთი ამბები ფსიქოლოგიურად ნებისმიერ ადამიანს ცვლის.

...ორი წელი მეკარედ ვთამაშობდი, მაგრამ ეს შემთხვევით მოხდა. ჭაბუკთა გუნდში ჩვენმა მეკარემ ხელი მოიტეხა და მე დამაყენეს კარში, რადგან სხვებზე მაღალი ვიყავი. თავიდან მომეწონა, თუმცა მწვრთნელებმა მითხრეს, დაცვაში უნდა ითამაშოო და მეც ვხვდებოდი, რომ მართალს მეუბნებოდნენ".

0.11797