ძიუდო

12:49 | 18.04.2017 | ნანახია [] - ჯერ

ახალგაზრდული მონაგარი - ოქრო, 5 ვერცხლი და 2 ბრინჯაო

საქართველოს ძიუდოისტთა ახალგაზრდულმა ნაკრებმა სანკტ-პეტერბურგში გამართულ ევროპის თასზე 8 მედალი მოიპოვა და ვაჟებს შორის, არაოფიციალურ გუნდურ ჩათვლაში მესამე ადგილი დაიკავა.

8 წონითი კატეგორიიდან 5-ში, ფინალში ქართველი ძიუდოისტი გავიდა. 66 კილოგრამი სულაც, ქართული ფინალით დაგვირგვინდა - შალვა გაზაშვილმა ბაგრატ ნინიაშვილი დაამარცხა და ჩემპიონი გახდა. ჯაბა პაპინაშვილს (55 კგ), ტატო გრიგალაშვილს (73 კგ), ლუკა მაისურაძესა (81 კგ) და ნიკა სიდამონიძეს (90 კგ) უმაღლეს ტიტულამდე თითო მოგება დააკლდათ და ვერცხლის მედლებს დასჯერდნენ. ნიკა ალხაზაშვილმა (55 კგ) და გიგა გიგაურმა (73 კგ) კი ტურნირზე გამოსვლა მესამე საპრიზო ადგილებით ჩაამთავრეს.

ევროპის თასზე კონკურენციაში სულ 17 ქვეყნის 300-მდე სპორტსმენი ჩაება. საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების განაცხადში კი 32 ძიუდოისტი იყო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113553