სარეკლამო ადგილი - 3
227 x 91
ისტორია

10:00 | 18.04.2017 | ნანახია 533 - ჯერ

18 აპრილი მსოფლიო სპორტის ისტორიაში

1973 - დაიბადა ჰაილე გებრესელასიე (ეთიოპია). მსოფლიოს ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო სტაიერი. 10 კმ მანძილზე რბენაში 1996 და 2000 წლების ოლიმპიური ჩემპიონი. მსოფლიოს ჩემპიონი.

მნიშვნელოვანი ფაქტები

1876 - ირლანდიელმა დანიელ ო’ლირიმ 500 მილი 139 საათსა და 32 წუთში გაიარა.

1897 - ბირმინგემის “ასტონ ვილამ” პირველი მატჩი ჩაატარა თავის ამჟამინდელ სტადიონ “ვილა პარკზე.” ბირმინგემელებმა “ბლექბერნ როვერსი” 3:0 დაამარცხეს.

1922 - მოსკოვში დაარსდა საფეხბურთო კლუბი მკს, რომელიც 1935 წლის 19 აპრილიდან “სპარტაკი” გახდა.

1923 - მოსკოვში დაარსდა საფეხბურთო კლუბი “დინამო”.

1937 - გლაზგოს “ჰემპდენ პარკზე” შოტლანდიისა და ინგლისის ფეხბურთელთა ეროვნული გუნდების მატჩს 149 547 მაყურებელი დაესწრო. შეხვედრა მასპინძლებმა 3:1 მოიგეს.

1966 - ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ისტორიაში, ბილ რასელი პირველი შავკანიანი მწვრთნელი გახდა (“ბოსტონ სელტიკსი”).

1987 - ალექსანდრე ჩივაძემ უკანასკნელი მატჩი ჩაატარა საბჭოთა ნაკრების რიგებში. იმ დღეს საკავშირო გუნდი შვეციასთან 1:3 დამარცხდა.

1991 - ჯონ სტოქტონმა ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში თავისივე რეკორდი გააუმჯობესა და ერთი სეზონის განმავლობაში 1136 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.

1992 - ჩოგბურთის შვედმა ვარსკვლავმა შტეფან ედბერგმა ანეტა ოლსენზე იქორწინა.

1995 - ჯონ სტოქტონი ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში შესრულებული შედეგიანი პასების რაოდენობით (9 922) რეკორდსმენი გახდა.

1997 - ფიფა-მ გერმანიას, 2006 წლის მუნდიალის მასპინძლობის უფლება მისცა.

1998 - ინგლისელმა ბილიარდისტმა პოლ სალივანმა 24 საათის განმავლობაში ბურთი 16 511-ჯერ მოათავსა ლუზაში.

1999 - ჰოკეის ეროვნულ ლიგაში თავისი უკანასკნელი მატჩი ჩაატარა უეინ გრეცკიმ. იმ დღეს ნიუ იორკის “მედისონ სკვერ გარდენში” გრეცკის “ნიუ იორკ რეინჯერსი” “პიტსბურგ პინგვინზთან” 1:2 დამარცხდა.

2005 - კრივში ოლიმპიურ ჩემპიონ ამერიკელ მოკრივე ტაილერ ჰემილტონს აკრძალული პრეპარატების მოხმარებისთვის ორწლიანი დისკვალიფიკაცია მისცეს.

2006 - საფეხბურთო კლუბ თბილისის “დინამოს” საწვრთნელ ბაზას (დიღომში) შესამოწმებლად ფინანსური პოლიციისა და გენერალური პროკურატურის წარმომადგენლები ეწვივნენ.

2006 - საქართველოში ოფიციალურად დაფუძნდა “ბარსელონას” გულშემატკივართა კლუბი, სადაც კატალონიური გრანდის ფეხბურთელთა და კალათბურთელთა გუნდების ქომაგებს შეუძლიათ გაწევრიანება.

2006 - ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალის პირველ მატჩში “ბარსელონამ” “სან სიროზე” “მილანი” 1:0 დაამარცხა. ერთადერთი გოლი ლუდოვიკ ჟიულის ანგარიშზეა.

2006 - “ტურ დე ფრანსის” ექვსგზის გამარჯვებულმა ამერიკელმა ველოსიპედისტმა ლენს არმსტრონგმა გამოაცხადა, რომ “დიდ მარყუჟზე” კიდევ ერთი გამოსვლის შემდეგ სპორტულ კარიერას დაასრულებდა.

2006 - ველოსიპედისტ ტაილერ ჰამილტონს დოპინგის გამოყენების გამო ორწლიანი დისკვალიფიკაცია მიუსაჯეს.

2006 - ბოსტონის მორიგი მარათონი მამაკაცებში ეთიოპიელმა ჰაილუ ნეგუსიემ მოიგო (2 საათი, 25 წუთი, 45 წამი), ქალებში კი საუკეთესო კენიელი კატერინ ნდერებას მაჩვენებელი (2 სთ, 25 წთ, 13 წმ) ჰქონდა.

2007 - კარდიფში გამართულ უეფა-ს აღმასრულებელი კომიტეტის სხდომაზე, ევროპის 2012 წლის პირველობის მასპინძლები გამოვლინდნენ. ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანოს აღმასკომს “ძველი კონტინენტის” ჩემპიონატის მასპინძელი იტალიას, ხორვატია-უნგრეთსა და უკრაინა-პოლონეთს შორის უნდა შეერჩია. სხდომაზე უპირატესობა უკრაინასა და პოლონეთს მიანიჭეს.

2008 - ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის 28 კლუბის მეპატრონემ მხარი დაუჭირა ლიგაში “სიეტლ სუპერსონიკსის” “ოკლაჰომათი” ჩანაცვლებას. წინააღმდეგი ორი მეპატრონე იყო.

2010 - ბაქოში მიმდინარე ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ევროპის პირველობაზე 96 კილოგრამ წონით კატეგორიაში ბრინჯაოს მედალი სოსო ჯაბიძემ მოიპოვა.

ამ დღეს დაიბადნენ

1889 - ჯონ კილბეინი. მოკრივეთა შორის მსუბუქ წონაში 1912-23 წლებში მსოფლიოს ჩემპიონი.

1903 - ჰიუ გალაჰერი. შოტლანდიის ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო ცენტრალური თავდამსხმელი. შოტლანდიის ნაკრების 20 მატჩში გაიტანა 23 გოლი. ინგლისის ჩემპიონი (1927) და თასის მფლობელი (1924).

1931 - კლას ლესტანდერი (შვედეთი). ბიატლონში 20 კმ მანძილზე, 1960 წლის ზამთრის ოლიმპიური ჩემპიონი.

1940 - გიორგი (გოგი) თოფაძე. იყო საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტი (1998-2008 წლებში). საქართველოს სპორტის ზამთრის სახეობათა პრეზიდენტი (1998 წლიდან). საქართველოს ოლიმპიური მისიის ხელმძღვანელი ნაგანოსა (2002) და ტურინის (2006) ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე.

1950 - ვლადიმერ კამინსკი. საბჭოთა (ბელორუსი) ველოსიპედისტი. 1976 წლის ოლიმპიური ჩემპიონი.

1950 - გეორგი დენევი. 1970-იან წლებში ბულგარეთის ნაკრების ნახევარმცველი. ქვეყნის ხუთგზის ჩემპიონი და თასის სამგზის მფლობელი. მსოფლიოს 1974 წლის ჩემპიონატის მონაწილე.

1960 - ასლან ბალაძე. თბილისისა და ბათუმის “დინამოს” გოლკიპერი. საქართველოს 17 წლამდე ასაკის ფეხბურთელთა ნაკრებში მთავარი მწვრთნელის თანაშემწე.

1962 - მარინ ბაკალოვი. 1980-90-იანი წლების ბულგარელი ფეხბურთელი. ამპლუით ნახევარმცველი. 1990 წელს გახდა ბულგარეთის ჩემპიონი. ორჯერ ფლობდა ქვეყნის თასს. ბულგარეთის ეროვნულ ჩემპიონატებში ჩატარებული მატჩების რეკორდსმენი (454).

1963 - ირინა ჟემჩუჟინა. თბილისელი ტანმოვარჯიშე. მხატვრულ ტანვარჯიშში ევროპის ჩემპიონატის ვერცხლის მედლის მფლობელი (1980). საბჭოთა კავშირის ორგზის ჩემპიონი (1980, 1981). მრავალი საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებული პირად ჩათვლასა და ცალკეულ ვარჯიშებში გამოსვლისას. საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატი.

1964 - მარია მიზინა. რუსი მოფარიკავე. სიდნეის 2000 წლის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი.

1967 - ნადეჟდა ტალანოვა. რუსი ბიატლონისტი. 1994 წლის ზამტრის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი.

1969 - ვლადიმირ ციპლაკოვი. “ლოს ანჯელეს კინგზისა” და ბელორუსის ნაკრების ჰოკეისტი. 1998 წლის ოლიმპიადის მონაწილე.

1969 - შტეფან შვარცი. შვეციის ნაკრების, “მალმიოს”, ლისაბონის “ბენფიკას”, “არსენალის”, “ფიორენტინას”, “ვალენსიისა” და “სანდერლენდის” ნახევარმცველი. მსოფლიოს 1994 წლის ჩემპიონატის პრიზიორი, შვეციის ნაკრების 69 მატჩში გაიტანა 6 გოლი. შვეციისა და პორტუგალიის ორგზის ჩემპიონი. შვეციის, პორტუგალიის, იტალიისა და ესპანეთის თასის მფლობელი. იტალიის სუპერთასის მფლობელი. “არსენალის” რიგებში 1995 წელს თასების თასის ფინალისტი. მსოფლიოს 1990 წლის პირველობის და ევროპის 1992 წლის ჩემპიონატის მონაწილე.

1973 - ჰაილე გებრესელასიე (ეთიოპია). მსოფლიოს ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო სტაიერი. 10 კმ მანძილზე რბენაში 1996 და 2000 წლების ოლიმპიური ჩემპიონი. მსოფლიოს ჩემპიონი.

1977 - ჰასან ელ ფაკირი. მაროკოში დაბადებული ფეხბურთელი, რომელსაც მიღებული აქვს ნორვეგიის მოქალაქეობა. გამოდიოდა ნორვეგიულ “ლინსა” და ფრანგულ “მონაკოში”.

1978 - დედე (ლეონარდო დე ლეუშ სანტუში). “ატლეტიკო მინეიროსა” და დორტმუნდის “ბორუსიას” (ამ გუნდში გამოდის 1998 წლიდან) ფორვარდი. 2002 წელს გახდა გერმანიის ჩემპიონი. უეფას და გერმანიის თასების ფინალისტი. ბრაზილიის ნაკრებში ჩაატარა ერთი მატჩი.

1979 - მეტიუ აფსონი. ინგლისის 21 წლამდე ასაკის ფეხბურთელთა ნაკრების, “რედინგის,” “არსენალის,” “ბირმინგემისა” და “ვესტ ჰემის” წევრი.

1980 - რაბიუ აფოლაბი. ნიგერიის 17 წლამდელთა, ლიეჟის “სტანდარდისა” და ვენის “აუსტრიას” ფეხბურთელი.

1980 - დიოგო რინკონი. ბრაზილიური “ინტერნასიონალის”, კიევის “დინამოსა” და “კორინთიანსის” ნახევარმცველი. გაუშოს შტატისა და უკრაინის სამგზის ჩემპიონი. ოთხჯერ ფლობდა უკრაინის თასს. კიევის “დინამოს” ყველაზე “სწრაფი” გოლის ავტორი – 2006 წლის 8 აგვისტოს ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო შეხვედრაში სტამბოლურ “ფენერბახჩეს” გოლი ასპარეზობის 24-ე წუთზე გაუტანა.

1982 - კრისტიან ტრაორე. დანიის 21 წლამდე ასაკის ფეხბურთელთა ნაკრების, “კოპენჰაგენისა” და შვედური “ჰამარბიუს” მოთამაშე.

1985 - ლუკაშ ფაბიანსკი. პოლონეთის ნაკრების, ვარშავის “ლეგიასა” და ლონდონის “არსენალის” მეკარე. 2006 წელს გახდა პოლონეთის ჩემპიონი.

სარეკლამო ადგილი - 25
710 x 104
Loading...

კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
სარეკლამო ადგილი - 22
250 x 250
0.084101