ფეხბურთი

2:49 | 18.04.2017 | ნანახია [] - ჯერ

პრემიერლიგა: “არსენალი” ბრძოლას აგრძელებს, “მიდლსბრო” - დანებდა

პრემიერლიგის 33-ე ტურის დასკვნითი შეხვედრა “რივერსაიდ სთედიუმზე” გაიმართა, სადაც გადარჩენისთვის მებრძოლი “მიდლსბრო” ლონდონის “არსენალს” დაუხვდა და პრემიერლიგაში დარჩენის ერთ-ერთი უკანასკნელი შანსი დაკარგა.

“არსენალისთვისაც” ამ შეხვედრას ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, რადგან თუ ისევ ქულებს დაკარგავდნენ, ჩემპიონთა ლიგაზე გასვლის შანსი ფაქტობრივად აღარ დარჩებოდათ.

“მეთოფეებს” ტაიმი ალექსის სანჩესმა მოაგებინა, რომელმაც 42-ე წუთზე საჯარიმო დარტყმა ბრწყინვალედ შეასრულა და გუზანს შანსი არ დატოვა. ანგარიში რვა წუთში ალვარო ნეგრედომ გაათანაბრა, ხოლო 71-ე წუთზე სტუმრების სამსვლიანი კომბინაცია მესუთ ოზილმა დააგვირგვინა და ლონდონელებს საჭირო 3 ქულა მოუპოვა – 1:2.

ჩემპიონატის დასრულებამდე 5 ტურით ადრე “მიდლსბრო” მე-17 ადგილოსან “ჰალს” 6 ქულით ჩამორჩება და ამასთან, თუ “ბოროს” თამაშის ხარისხს და დარჩენილი მატჩების სირთულეს გავითვლისწინებთ, სტივ ეგნიუს შეგირდები ფაქტობრივად უშანსოდ არიან.

“არსენალმა” 57 ქულა მოაგროვა და მე-4 ადგილოსან “სიტის” 7 ქულით ჩამორჩება, რომელზეც 1 მატჩით ნაკლები აქვს გამართული. “ლივერპულთან” სხვაობა კი 9 ქულაა, მაგრამ მერსისაიდელებს ლონდონელებზე ორი შეხვედრით მეტი აქვთ ჩატარებული.

მიდლსბრო – არსენალი 1:2 (0:1)

მიდლსბრო, “რივერსაიდ სთედიუმი”

მიდლსბრო (4-3-3): გუზანი, გიბსონი, აიალა, ფაბიო (ფრენდი 17), ბარაგანი, ლიდბიტერი, კლეიტონი, დე როონი (ჟესტედი 79), გ.რამირესი (ა.ტრაორე 68), დაუნინგი, ნეგრედო.
მწვრთნელი: სტივ ეგნიუ

არსენალი (3-4-2-1): ჩეხი, ჰოლდინგი, კოშელნი, პაულისტა, რემსი, ჯაკა, მონრეალი, ჩემბერლენი, სანჩესი (კოკლენი 90), ოზილი (ბელერინი 90), ჟირუ.
მწვრთნელი: არსენ ვენგერი

გოლები: 0:1 სანჩესი (42), 1:1 ნეგრედო (50), 1:2 ოზილი (71)
გაფრთხილებები: ლიდბიტერი, ჟესტედი – ჩემბერლენი, პაულისტა
მსაჯი: ენტონი ტეილორი

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.142564