ფეხბურთი

2:00 | 18.04.2017 | ნანახია [] - ჯერ

ლა ლიგა: “ვილიარეალმა” მე-4 ადგილის შანსი დაკარგა

ლა ლიგის 32-ე ტურის დასკვნითი შეხვედრა “ესტადიო მენდიზოროცაზე” გაიმართა, სადაც ადგილობრივი “ალავესი” მე-4 ადგილზე მეოცნებე “ვილიარეალს” დაუხვდა და შინ უქულოდ გაისტუმრა.

ბასკებმა პირველ ნახევარში მეტოქე აშკარად დაჯაბნეს და უკანასკნელ 10 წუთში სოლიდური უპირატესობა მოიპოვეს: 35-ე წუთზე იბაი გომესმა საჯარიმოს მისადგომებიდან მშვენიერი ბურთი გაიტანა, ხოლო ბოლო წუთზე ელიმ თავური დარტყმით დაამწუხრა ანდრეს ფერნანდესი.

მეორე ტაიმში სათამაშო უპირატესობა უკვე “ვილიარეალმა” მოიპოვა და 70-ე წუთზე სედრიკ ბაკამბუმ სხვაობა შეამცირა კიდეც, თუმცა ვალენსიელების გარჯა ქულის მოსაპოვებლად საკმარისი არ აღმოჩნდა – 2:1.

“ვილიარეალი” 54 ქულით მე-5 ადგილზეა და მის წინ მყოფ “სევილიას” უკვე 8 ქულით ჩამორჩება, ხოლო “ალავესი” 43 ქულით მე-11 პოზიციას იკავებს.

ალავესი – ვილიარეალი 2:1 (2:0)

ვიტორია, “ესტადიო მენდიზოროცა”

ალავესი (4-3-3): პაჩეკო, ლაგუარდია, ელი, კიკო, ტ.ერნანდესი, მ.ლორენტე, მ.გარსია, კამარასა (ვიგარაი 89), იბაი

(ალექსისი 75), ტოკერო (კატაი 77), დეივერსონი.
მწვრთნელი: მაურისიო პელეგრინო

ვილიარეალი (4-4-2): ა.ფერნანდესი, ალვარო, მუსაჩიო, გასპარი, ხ.კოსტა, რ.ერნანდესი (ტრიგეროსი 57), ბ.სორიანო, ადრიანო (ბორე 67), რ.სორიანო, სანსონე (ლეონარდო სუარესი 87), ბაკამბუ.
მწვრთნელი: ფრან ესკრიბა

გოლები: 1:0 იბაი (35), 2:0 ელი (45), 2:1 ბაკამბუ (70)
გაფრთხილებები: ტოკერო, ტ.ერნანდესი – ბაკამბუ, მუსაჩიო, რ.სორიანო, ხ.კოსტა
მსაჯი: ალვარეზ იზკუერდო

თეგებილა ლიგა
0.112365