ავტოსპორტი

19:20 | 17.04.2017 | ნანახია [] - ჯერ

ალონსო: საუკეთესო რომ ვიყო, უნდა მოვიგო რვა ტიტული ან სამმაგი გვირგვინი

ფერნანდო ალონსო ამბობს, რომ მოტორსპორტის „სამმაგი გვირგვინის“ მოპოვება სურს და ინდი 500-ზე გამოსვლა, ამ მიზნის მიღწევისკენ გადადგმული ნაბიჯია. მსოფლიოს ორგზის ჩემპიონის თქმით, ფ1-ის მონაკოს დიდი პრიზის, ინდი 500-ის და ლე მანის 24 საათის მოგების შემთხვევაში, ის მსოფლიო საუკეთესო მრბოლის წოდებას დაიმსახურებს.

ამ სამიდან მას უკვე მოგებული აქვს მონკოში, დანარჩენი ორის მოგებას კი მომავალში გეგმავს. ის ამბობს, რომ ამ თემაზე „მაკლარენის“ ხელმძღვანელობას ავსტრალიის დიდი პრიზის დღეებში ესაუბრა.

„მელბურნში ზაკ ბრაუნმა მკითხა, რას ვგეგმავ მომავალში. მე სამმაგ გვირგვინზე ვუთხარი. იმისათვის, რომ მსოფლიოს საუკეთესო მრბოლი მერქვას, უნდა მოვიგო ფ1-ის რვა ჩემპიონატი და მაშინ კიდევ მიხაელ შუმახერი ვიქნები, რაც შეუძლებლად ჩანს, ან სხვადასხვა სერიებში უნდა გავიმარჯვო. მახსოვს, როცა ბავშვი ვიყავი, საუკეთესო მრბოლები საუკეთესო მანქანებით, საუკეთესო ჩემპიონატებში ასპარეზობდნენ. სწორედ ესაა ჩემი მიზანი“, - ამბობს ალონსო და დასძენს, რომ ბრაუნი მზადაა, „მაკლარენი“ სხვა სერიებშიც გამოიყვანოს.

„ზაკმა მიპასუხა, რომ „მაკლარენსაც“ იგივე მიზნები აქვს. ის ამბობს, რომ „მაკლარენის“ სხვადასხვა სერიებში გამოსვლებს არ გამორიცხავს. მათ შორისაა ინდი 500, რომელზეც ადრე გამარჯვება მოუპოვებია და ლე მანის 24 საათი, სადაც ასევე წარსულში მოგებული აქვს რბოლები“, - აგრძელებს ალონსო.

ესპანელი პილოტი დასძენს, რომ ინდიანაპოლისის 500 მილის მიმზიდველობა აშკარაა, რადგან ეს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული რბოლაა. ასე რომ, თუ გინდა, რომ მსოფლიოში საუკეთესო გერქვას, მაშინ ყველა ტიპის მანქანებით, განსხვავებულ სერიებში უნდა იასპარეზო. და ყველა მათგანში კონკურენტუნარიანი უნდა იყო, გამარჯვება უნდა შეგეძლოს. ამიტომ, ამ სამივე რბოლაში გამარჯვება ჩემთვის, როგორც მრბოლისთვის, ძალიან მიმზიდველია“.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117825