ფეხბურთი

5:00 | 16.04.2017 | ნანახია [] - ჯერ

ლა ლიგა: ლიდერების რთული გამარჯვება

ლა ლიგის 32-ე ტურის მეორე სათამაშო დღეს, გათამაშების სამივე მოწინავე გუნდმა იასპარეზა და დაგეგმილი 3 ქულა მოიპოვა, თუმცა ლიდერებს “რეალს” და “ბარსელონას” ამის გაკეთება ძალიან გაუჭირდათ.

ჩემპიონატის ლიდერი “რეალი” გასვლაზე ერთ-ერთ აუსტსაიდერს “ხიხონს” დაუპირისპირდა და გამარჯვება მხოლოდ 90-ე წუთზე გატანილი გოლით მოიპოვა. ანგარიში მასპინძლებმა მე-14 წუთზე გახსნეს: ვესგას გენიალური გადაცემით დუჟე ჩოპი მეკარესთან პირისპირ დარჩა და გატანა აღარ გასჭირვებია. მადრიდელებმა წონასწორობა სამ წუთში ისკოს ბრწყინვალე გოლით აღადგინეს და ტაიმი 1:1 მორჩა.

მასპინძელთათვის მეორე ტაიმი ჩინებულად დაიწყო და 50-ე წუთზე ვესგამ თავური დარტყმით ასტურიული კლუბი მეორედ დააწინაურა. ათიოდე წუთში ალვარო მორატამ ასევე თავურით კვლავ გაათანაბრა, ხოლო 90-ე წუთზე ისკომ საჯარიმოს გარედან ძალიან ჭკვიანურად დაარტყა და ეს ბურთი კუელარისთვის აუღებელი გამოდგა – 2:3.

ასეთივე ანგარიშით იმარჯვა “ბარსელონამ”, რომელიც შინ “სოსიედადს” დაუხვდა. მატჩის მთავარი მოვლენები საწყის 45 წუთში განვითარდა და მაყურებელმა ხუთივე გატანილი გოლი ამ დროში იხილა. შეხვედრა ძალიან კარგი სანახავი გამოდგა, რადგან ორივე გუნდი ბევრს უტევდა და მომენტები მრავლად იქმნებოდა.

ასევე უნდა აღინიშნოს პაკო ალკასერის ძალიან კარგი თამაში, რომელიც დისკვალიფიცირებული ნეიმარის ნაცვლად თამაშობდა. “ვალენსიას” ყოფილმა ფორვარდმა “ბლაუგრანას” რიგებში ალბათ საუკეთესო შეხვედრა ჩაატარა: პირველ ორ გოლში ლომის წვლილი დაიდო, ხოლო მესამე ბურთი თავად შეაგდო.

რაც შეეხება გოლებს, ლიონელ მესიმ მე-17 და 37-ე წუთებზე დუბლი გაიფორმა. ხუთიოდე წუთში უმტიტიმ ავტოგოლი გაიტანა, აქედან ორიოდე წუთში ალკასერმა სხვაობა კვლავ ორბურთიანი გახადა, ხოლო 45-ე წუთზე პრიეტომ ტერ შტეგენი მეორედ დაამწუხრა. მეორე ნახევარში ანგარიშის შეცვლა ორივე გუნდს შეეძლო, მაგრამ მეტი ბურთი აღარ გასულა და “ბარსამ” საჭირო 3 ქულა აიღო – 3:2.

“ატლეტიკო” “ვისენტე “კალდერონზე” ბოლო ადგილოსან “ოსასუნას” დაუხვდა და სამი უპასუხო ბურთი გაუტანა. იანიკ ფერეირა კარასკო დუბლით გამოირჩა, ხოლო ერთი ბურთი ფელიპე ლუისის ანგარიშზეა. სხვაობა გაცილებით უფრო დიდი იქნებოდა რომ არა სალვატორე სირიგუს დიდებული თამაში, რომელმაც მატჩის მიწურულს ორი პენალტი მოიგერია – 3:0.

დღის კიდევ ერთ დაპირისპირებაში კი, “დეპორტივომ” საკუთარ კედლებში “მალაგას” სძლია და გასავარდნ ზონას 9 ქულით მოცილდა.

დეპორტივო – მალაგა 2:0 (0:0)

ლა კორუნია, “რიასორი”

დეპორტივო (4-2-3-1): ლუქსი, არიბასი, სიდნეი, ხუანფრანი, ლუისინიო, ბორგესი, გილერმე, გამა (მოსკერა 63), ხილი, კაკუტა (ჯონი 82), ხოსელუ (ანდონე 59).
მწვრთნელი: პეპე მელი

მალაგა (4-2-3-1): კამენი, ლ.ერნანდესი (კეკო 59), დ.ლორენტე, ვილანუევა, როსალესი, რესიო (ჩარლესი 71), კამაჩო, ხ.კარლოსი, ფორნალსი, ჩ.კასტრო (ხონი 60), ს.რამირესი.
მწვრთნელი: მიჩელი

გოლები: 1:0 ხოსელუ (47), 2:0 მოსკერა (67)
გაფრთხილებები: გილერმე, არიბასი, ხილი – რესიო, ლ.ერნანდესი, ჩარლესი, კეკო, კამაჩო
მსაჯი: უნდიანო მალენკო

ხიხონი – რეალი 2:3 (1:1)

ხიხონი, “ელ მოლინონი”

ხიხონი (5-4-1): კუელარი, ბაბინი, მერე, ამორობიეტა, კასტელიანო, ი.ლოპესი, ვესგა, ს.ალვარესი (აფიფი 92), კარმონა, მ.გომესი (კასესი 69), ჩოპი (ნდი 79).
მწვრთნელი: რუბი

რეალი (4-3-3): კასილია, რამოსი, ნაჩო, კოენტრაო (მარსელო 57), დანილო, ისკო, ხამესი, კოვაჩიჩი (კასემირო 89), ლ.ვაზკესი (დიასი 71), ასენსიო, მორატა.
მწვრთნელი: ზინედინ ზიდანი

გოლები: 1:0 ჩოპი (14), 1:1, 2:3 ისკო (17; 90), 2:1 ვესგა (50), 2:2 მორატა (59)
გაფრთხილებები: ს.ალვარესი, კასტელიანო, ი.ლოპესი, კასესი, აფიფი – მორატა
მსაჯი: ფერნანდეს ბორბალანი

ატლეტიკო – ოსასუნა 3:0 (1:0)

მადრიდი, “ვისენტე კალდერონი”

ატლეტიკო (4-4-2): ობლაკი, ლუკასი, გოდინი, ხუანფრანი, ლუისი (სავიჩი 67), ტეიე, ხიმენესი, გაიტანი (ჩერჩი 76), კარასკო, ა.კორეა, ფ.ტორესი (ტიაგო 72).
მწვრთნელი: დიეგო სიმეონე

ოსასუნა (5-3-2): სირიგუ, ფუენტესი, ოიერი, დ.გარსია, ბერენგერი, კლერკი (რედრადო 57), კაუსიჩი, ოლავიდე (დე ლას კუევასი 57), ფაუსტო (რ.ტორესი 77), კოდრო, ს.ლეონი.
მწვრთნელი: პეტარ ვასილიევიჩი

გოლები: 1:0, 2:0 კარასკო (30; 47), 3:0 ლუისი (61)
გაფრთხილებები: ხიმენესი – კოდრო, ოიერი, სირიგუ, დე ლას კუევასი, ფუენტესი
მსაჯი: მელერო ლოპესი

89-ე წუთზე კარასკომ პენალტი ვერ გაიტანა (მეკარე), 90-ე წუთზე ტეიემ პენალტი ვერ გაიტანა (მეკარე)

ბარსელონა – სოსიედადი 3:2 (3:2)

ბარსელონა, “ნოუ კამპი”

ბარსელონა (4-3-3): ტერ შტეგენი, უმტიტი, პიკე, ალბა, რობერტო, ბუსკეტსი, რაკიტიჩი, გომეში (ინიესტა 69), ალკასერი (დ.სუარესი 79), მესი, ლ.სუარესი.
მწვრთნელი: ლუის ენრიკე

სოსიედადი (4-3-3): რული, რ.ნავასი, ი.მარტინესი, ბერჩიჩი, ზალდუა, ილარამენდი, პრიეტო, ზურუტუზა (გრანერო 84), ველა (კანალესი 62), ოიარზაბალი, ვილიან ჟოზე (ხონი 79).
მწვრთნელი: ეუსებიო საკრისტანი

გოლები: 1:0, 2:0 მესი (17; 37), 2:1 უმტიტი (42 ს.კ.), 3:1 ალკასერი (44), 3:2 პრიეტო (45)
გაფრთხილებები: ალკასერი, ლ.სუარესი, პიკე – ველა, ილარამენდი
მსაჯი: ხუან მარტინეს მუნუერა

თეგებილა ლიგა
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.119628