ფეხბურთი

18:55 | 15.04.2017 | ნანახია [] - ჯერ

ვიდალის გამოჯანმრთელების პროცესი წარმატებით მიმდინარებს

“ბარსელონას” მარჯვენა მცველის ალეიშ ვიდალის გამოჯანმრთელების პროცესი წარმატებით მიმდინარებს – იუწყება კატალონიური გრანდის ოფიციალური ვებგვერდი.

27 წლის ფეხბურთელმა მარჯვენა ტერფის მძიმე ტრავმა 11 თებერვალს “ალავესთან” მოგებული (5:0) მატჩის ბოლოს მიიღო და დაახლოებით 5 თვე მოუწევს უქმობა.

ვიდალმა ბოლო რამდენიმე კვირა სპორტულ დარბაზში გაატარა, ხოლო პარასკევს “სიუტატ ესპორტივაზე” ქვიშაზე ივარჯიშა და აღდგენით პროცესს იქ განაგრძობს.

ცნობისთვის, ლუის ენრიკემ ვიდალი ტურინში გუნდთან ერთად წაიყვანა. მართალია, ალეშს თამაში არ შეეძლო, მაგრამ ენრიკეს სურდა, რომ მას თავი გუნდის ნაწილად ეგრძნო.

ვიდალმა ტრავმა იმ დროს მიიღო, როდესაც ძირითადი შემადგენლობის მოთამაშედ ყალიბდებოდა. მან მიმდინარე სეზონში 11 შეხვედრის ჩატარება მოასწრო, 2 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა გააკეთა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.133539