სარეკლამო ადგილი - 3
227 x 91
ჭიდაობა

11:30 | 15.04.2017 | ნანახია 1708 - ჯერ

ახალგაზრდების 8 მედალი აზერბაიჯანული ხალიჩიდან

ბაქოში მიმდინარე "აზერბაიჯანის ჭიდაობის ფედერაციის თასის” გათამაშებაზე, ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ჭაბუკების შემდეგ, საქმეში ახალგაზრდა ბერძენ-რომაელები ჩაებნენ და რვავე წონით კატეგორიაში შეავსეს საპრიზო სამეულები.

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრებისთვის ოთხდღიანი შეჯიბრების მეორე დღეც წარმატებული გამოდგა – სოსო ჯაბიძის გაწვრთნილმა გუნდმა 1 ოქროს, 2 ვერცხლისა და 5 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა და საერთო გუნდურ ჩათვლაში 11 ქვეყნის ნაკრებს შორის მესამე ადგილი დაიკავა.

ქართული გუნდიდან პოდიუმის უმაღლეს საფეხურზე 55 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში მოჭიდავე ნუგზარ წურწუმია ავიდა. რამაზ სილაგავას (50 კგ) და თემურ ჭკუასელიძეს (84 კგ) ჩემპიონის ტიტულამდე ფინალის მოგება დააკლდათ. შოთა ღლონტმა (50 კგ), გიორგი გუჯაბიძემ (66 კგ), ბექა მამუკაშვილმა (74 კგ), გურამ ხეცურიანმა (84 კგ) და ბექა მაკარიძემ (120 კგ) კი მესამე საპრიზო ადგილები დაიკავეს.

დღეს ხალიჩა თავისუფალი სტილით მოჭიდავე ჭაბუკებს დაეთმობათ და საქართველოს ჭაბუკთა ნაკრები კონკურენციაში გაფართოებული შემადგენლობით ჩაებმება.

სარეკლამო ადგილი - 25
710 x 104
Loading...

კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
11:48 | 15.04.2017
BEERTRANCE (92654)

წარმატებები

სარეკლამო ადგილი - 4
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 22
250 x 250
0.087985