ავტოსპორტი

2:37 | 15.04.2017 | ნანახია [] - ჯერ

მონაკოში ალონსოს ნაცვლად ბატონი იასპარეზებს

მონაკოს დიდ პრიზზე ფერნანდო ალონსოს, ვინც ინდი 500-ზე იასპარეზებს, „მაკლარენში“ მისი ყოფილი თანაგუნდელი, ჯენსონ ბატონი შეცვლის. ბატონმა გასული სეზონის ბოლოს თავისი ფ1-ის კარიერა დაასრულა, თუმცა ერთჯერად დაბრუნებას დათანხმდა. ის ამბობს, რომ აღელვებულია დაბრუნების შესაძლებლობით.

„ვაცნობიერებ, რომ არ მექნება მონაკოში 2009 წელს მოპოვებული გამარჯვების გამეორების შესაძლებლობა. მაგრამ ვფიქრობ, ქულების აღების შანსი გვექნება, რაც გუნდს კონსტრუქტორთა პირველობაზე ძალიან გამოადგება, MCL32-ით მონკოს ტრეკზე ჯერ სიმულატორზე ვივარჯიშებ, რათა უფრო კარგად ავუღო ამ მანქანას ალღო. ვფიქრობ, რბოლისთვის კარგად მომზადებას შევძლებ“, - ამბობს ბატონი.

ის დასძენს, რომ ფიზიკურად კარგად არის მზად, რადგან ფ1-დან წასვლის შემდეგ, მუდმივად ტრიატლონში ვარჯიშობს. ის მოუთმენლად ელის თავის ყოფილ თანაგუნდელებთან შეხვედრას და იმედი აქვს, რომ ფანებს გაახალისებს.

„მაკლარენის“ სარბოლო დირექტორი ერიკ ბუიე დასძენს, რომ ბატონი საბრძოლოდ არის განწყობილი და ფიზიკურადაც კარგად არის მომზადებული. ამ სიტუაციაში ის საუკეთესოდ ჯდება. და ასევე, ის მონაკოში ყოველთვის კარგად ასპარეზობს. „დარწმუნბული ვარ, ის ჩვენთვის კარგად იმუშავებს“, - ამბობს ბუიე.

0.111286