ფეხბურთი

22:20 | 14.04.2017 | ნანახია [] - ჯერ

ღორები მოედანზე ინგლისის ქვედა ლიგაში

ინგლისის ლიგა 1-ში “ქოვენთრი სიტისა” და “ჩარლტონ ატლეტიკის” მატჩი შეფერხებით დაიწყო. ამის მიზეზი კი, მასპინძელთა გუნდის ქომაგების პროტესტი გახდა – “ქოვენთრის” გულშემატკივრები კლუბის ხელძღვანელობის წინააღმდეგ გამოდიან და გარდა იმისა, რომ სხვადასხვა სახის ბანერები ჰქონდათ ტრიბუნებზე, მოედანზე პლასტმასის ღორებიც გადაყარეს, რის გამოც შეხვედრის დაწყება დაგვიანდა.

პროტესტის მიზეზი კი, გუნდის ცუდი ასპარეზობაა. “ქოვენთრი” ლიგა 1-ში ბოლო ადგილზეა და ამ მატჩამდე გადარჩენის თეორიული შანსი გააჩნდა, მაგრამ “ჩარლტონთან” 1:1 ითამაშა და ახლა უკვე ოფიციალურად დაქვეითდა ქვედა ლიგაში.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.118438