ფეხბურთი

21:35 | 14.04.2017 | ნანახია [] - ჯერ

“ბაიერნს” ბოატენგი გამოაკლდა

მიუნხენის “ბაიერნის” ცენტრალური მცველი ჟერომ ბოატენგი ბუნდესლიგაში, ლევერკუზენის “ბაიერის” წინააღმდეგ ტრავმის გამო ვერ ითამაშებს. აღნიშნული ინფორმაცია კარლო ანჩელოტიმაც დაადასტურა.

“ბოატენგი კუნთების პრობლემის გამო “ლევერკუზენთან” ვერ ითამაშებს, მაგრამ ვიმედოვნებ, რომ ჩემპიონთა ლიგისთვის გუნდს დაუბრუნდება”, - აღნიშნა ანჩელოტიმ.

ჟერომ ბოატენგი მიმდინარე სეზონის უმეტესი ნაწილი ლაზარეთში იმყოფებოდა და ამის გამო მხოლოდ 16-ჯერ მოახერხა თამაში.

0.10912