ფეხბურთი

18:17 | 14.04.2017 | ნანახია [] - ჯერ

ევროპა ლიგის კვირის ფეხბურთელი – რაიან ბაბელი

უეფას ევროპა ლიგის კვირის საუკეთესო ფეხბურთელად “ბეშიქთაშის” თავდამსხმელი რაიან ბაბელი დასახელდა. უეფას ვებგვერდზე განთავსებულ გამოკითხვაში ჰოლანდიელმა შემტევმა ხმების ყველაზე მეტი რაოდენობა მიიღო – 34%.

ბაბელმა ლიონის “ოლიმპიკთან” მატჩში თავი გატანილი გოლით გამოიჩინა. მან მცირედით აჯობა თანამემამულე დევი კლასენს, რომელმაც “აიაქსს” “შალკესთან” დუბლით მოაგებინა – 30%.

უშანსოდ არც ჰენრიხ მხითარიანი ყოფილა – “მანჩესტერის” შემტევს მესამე ადგილი და ხმების სრული რაოდენობის 25% ერგო. ბოლო, მეოთხე პოზიციას დასჯერდა იაგო ასპასი ვიგოს “სელტადან” (10%).

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.104193