ფეხბურთი

17:31 | 14.04.2017 | ნანახია [] - ჯერ

ლუის ენრიკე “ბარსას” სამ წამყვან ფეხბურთელს გაუბრაზდა

კატალონიის “ბარსელონაში” არეულობაა. გამოცემა Marca-ს ცნობით, “ბლაუგრანას” მთავარი მწვრთნელი ლუის ენრიკე ძირითადი შემადგენლობის სამი წევრის, ნეიმარის, ჟერარ პიკესა და ხავიერ მასკერანოს თამაშით ძალზე უკმაყოფილოა და ყველა მათგანთან კრიტიკული საუბარიც ჰქონია.

გარდა ამისა, როგორც ცნობილია, “იუვენტუსთან” მარცხის შემდეგ ლიონელ მესიმ და იმავე ნეიმარმა მთავარ გუნდთან ერთად წვრთნაზე უარი თქვეს და ცალკე, დარბაზში ივარჯიშეს.

მოკლედ, “ბარსელონაში” ყველაფერი წესრიგში რომ არაა, ერთი შეხედვითაც ჩანს. “იუვესთან” საპასუხო მატჩი კი, კარსაა მომდგარი და საინტერესოა, შეძლებს თუ არა ესპანური გრანდი ზედიზედ მეორე სასწაულის მოხდენას.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.10908