ფეხბურთი

20:44 | 14.04.2017 | ნანახია [] - ჯერ

ბარტრა 4 კვირა იუქმებს

დორტმუნდის “ბორუსიას” მცველი მარკ ბარტრა მოედანს ერთ თვეში დაუბრუნდება. BBC-ს ცნობით, ესპანელი მცველის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა და მის სრულად გამოჯანმრთელებას 4 კვირა დასჭირდება.

მარკ ბარტრამ ხელი დაიზიანა მას შემდეგ, რაც “დორტმუნდის” ავტობუსთან ასაფეთქებელი ნივთიერება ამოქმედდა.

აღნიშნული მიზეზით 11 აპრილს, “დორტმუნდისა” და “მონაკოს” მატჩი არ გაიმართა და მეორე დღისთვის გადაიდო. ტერორისტული აქტით თავზარდაცემულმა “ბორუსიამ” კი, ფრანგულ კლუბთან შინ 2:3 წააგო და ნახევარფინალში გასვლის შანსი ერთიორად შეიმცირა.

0.110222