ფეხბურთი

14:31 | 14.04.2017 | ნანახია [] - ჯერ

ევროპა ლიგის სიმბოლური ნაკრები

ტრადიციულად, უეფას ევროპა ლიგის მატჩების შემდეგ კვირის სიმბოლური ნაკრები გამოვლინდა. უეფას ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ კვირის საუკეთესო თერთმეტეულში ძირითადად ამსტერდამის “აიაქსის”, ვიგოს “სელტასა” და ბრიუსელის “ანდერლეხტის” ფეხბურთელები მოხვდნენ.

აღსანიშნავია, რომ მიუხედავად ორი გაშვებული გოლისა, მეკარეებს შორის მაინც გელზენკირხენის “შალკეს” კარის დარაჯი რალფ ფერმანი გამოარჩიეს.

სხვა მხრივ კი, ევროპა ლიგის სიმბოლური ნაკრები ასეთია:

მეკარე: რალფ ფერმანი (“შალკე”)

მცველები: მარსელო (“ბეშიქთაში”), სერინ მბოჯი (“ანდერლეხტი”), ჟერემი მორელი (“ლიონი”)

ნახევარმცველები: დონი ვან დე ბეკი (“აიაქსი”), ლეანდერ დენდონკერი (“ანდერლეხტი”), კორანტენ ტოლისო (“ლიონი”), ამინ იუნესი (“აიაქსი”)

თავდამსხმელები: იაგო ასპასი (“სელტა”), დევი კლასენი (“აიაქსი”), ჯონ გვიდეტი (“სელტა”)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115788