თამაშგარე

11:31 | 14.04.2017 | ნანახია [] - ჯერ

დებორა პირლოს შურიანობა

ძალიან მაზალო და ცუდი რამაა შური და ადამიანები, როგორც წესი, დიდი მონდომებით მალავენ ამ ცუდ გრძნობასა და ფიქრებს. მაგრამ, ეტყობა, სულ სხვანაირი გუნებისა და ხასიათის ქალია ლეგენდარული იტალიელი ნახევარმცველის, ანდრეას პირლოს მეუღლე დებორა პირლო, რომელმაც საკუთარი შურიანობა უპრობლემოდ აღიარა.

როგორც დებორამ ბულვარულ მედიასთან საუბრის დროს განაცხადა, ტურინის “იუვენტუსის” მიერ კატალონიის “ბარსელონას” დიდებულ სტილში დამარცხების შემდეგ, ერთადერთი, რასაც გრძნობდა, ეს მოქმედი ფეხბურთელების მიმართ განუსაზღვრელი შური იყო, რადგან მათ შორის მისი ქმარი არ ყოფილა.

როგორც სულხან-საბა ორბელიანი განმარტავს, “შური არს ესე მწუხარება სხვისა სიხარულსა ზედა”. არ ვიცით, რამდენად ზუსტად შეესატყვისება ეს განმარტება სინიორა დებორას გრძნობებს, მაგრამ, წესით, პირლოები წარუმატებლობებს ნამდვილად არ უნდა უჩიოდნენ და ანდრეამ მოქმედი ფეხბურთელობისას მართლაც რომ მრავალი ტიტული და რაც მთავარია, ხალხის სიყვარული მოიხვეჭა.

0.156873