ფეხბურთი

22:20 | 13.04.2017 | ნანახია [] - ჯერ

კუხიანიძის თავური და "ტორპედოს" მოგება

ეროვნული ლიგა1-ის მეშვიდე ტური ქუთაისის "ტორპედოსა" და საჩხერის "ჩიხურას" მატჩით დასრულდა. საწყის 14 წუთში გუნდებმა თითო გოლი გაუტანეს ერთმანეთს, 81-ე წუთზე კი გიორგი კუხიანიძემ თავური დარტყმით დუბლი შეასრულა და "ტორპედომ" 2:1 იმარჯვა.

კუხიანიძემ პირველი გოლი პენალტით გაიტანა. პენალტი კი იმიტომ დაინიშნა, რომ გიორგი კორიფაძეს ხელზე მოხვდა ბურთი.

თავიდან კი საჩხერელები იგებდნენ გიორგი ივანიშვილის მშვენიერი გოლით: ივანიშვილმა დაახლოებით 15 მეტრიდან ძლიერი დარტყმით შანსი არ დაუტოვა როინ კვასხვაძეს.

1:1-ზე, მეორე ტაიმის საწყის წუთებში "ჩიხურას" ლევან კაკუბავა გაუძევეს. მან მეორე გაფრთხილება მიიღო. აშკარა იყო, სოსო ფრუიძის გუნდს გაუჭირდებოდა კაცნაკლული თამაში და საბოლოოდ, დამარცხდა კიდეც.

ტორპედო - ჩიხურა 2:1 (1:1)

ტორპედო: რ.კვასხვაძე, ხურცილავა, ადამაძე, გურული, ქიმაძე, გიგაური, ბაბუნაშვილი (კუჭუხიძე 60), კუხიანიძე, მახარობლიძე (ტუღუში 10), დოლიძე, საბანაძე (კაპანაძე 77)

ჩიხურა: ჰამზიჩი, კორიფაძე, მირცხულავა, ჭელიძე, კაკუბავა, განუგრავა, გორგიაშვილი, დეკანოიძე (სარდალიშვილი 59), დობროვოლსკი, ივანიშვილი (გეგეჭკორი 82), ტატანაშვილი (ლექვთაძე 75)

გოლები: 0:1 ივანიშვილი (10), 1:1, 2:1 კუხიანიძე (14, პენ, 81)

გაფრთხილება: გიგაური, გურული - გორგიაშვილი, მირცხულავა, ჭელიძე, კაკუბავა, კორიფაძე, კაკუბავა

გაძევება: კაკუბავა (51)

მსაჯი: ნონიკაშვილი

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111959