ჭიდაობა

21:23 | 13.04.2017 | ნანახია [] - ჯერ

მსოფლიოს ჩემპიონატზე განთესვის სისტემა დამტკიცდა

ჭიდაობის მსოფლიო გაერთიანებამ (UWW) პარიზის მსოფლიოს ჩემპიონატისათვის სატურნირო ბადეებში განთესვის სისტემა შეიმუშავა.

თითოეულ წონით კატეგორიაში 4 საუკეთესო მოჭიდავე რიო-2016-ის ოლიმპიური თამაშებზე, მსოფლიოს 2016-ის არაოლიმპიური ჩემპიონატზე და ევროპის 2017-წლის კონტინენტურ პირველობებზე ნაჩვენები შედეგების მიხედვით განითესებიან.

UWW-მ ქულების დარიცხვის მეთოდი დაამტკიცა და რეიტინგის 4 ლიდერი მსოფლიოს ჩემპიონატზე განითესება, ქულები კი შემდეგი პრინციპით დაითვლება.

ოლიმპიურ თამაშებზე და მსოფლიოს არაოლიმპიურ ჩემპიონატზე გამარჯვებულები 25 ქულას, მეორე ადგილოსნები 20 ქულას, მესამემე ადგილოსნები 15-15 ქულას, მეხუთე 10 ქულას და ა.შ. ხოლო კონტინენტური ჩემპიონატების გამარჯვებულები 12 ქულას, მეორე ადგილზე გასულები 10 ქულას, ბრინჯაოს მედალოსნები 8-8 ქულას მიიღებენ, დეტალურად იხილეთ ქვემოთ მოცემულ ცხრილზე.


ქულების დათვლის დროს თითოეულ წონით კატეგორიაში მონაწილეთა რაოდენობაც მოქმედებს, მაგალითად, არაოლიმპიურ კატეგორიებში მსოფლიოს ჩემპიონატზე 70 კგ კატეგორიაში 40 მონაწილე დაფიქსირდა, მსოფლიოს ჩემპიონი კი 25 + 40 = 65 ქულას მიიღებს, შესაბამისად რაც მეტი მონაწილე ასპარეზობს შეჯიბრებაც უფრო მეტი ქულით ფასდება.

სპორტსმენი ქულებს ინდივიდუალურად მიიღებს იმ წონით კატეგორიაში რომელშიც ოლიმპიური თამაშებზე, მსოფლიოს ჩემპიონატზე ან კონტინენტურ პირველობებზე იასპარეზა. ქულები უშუალოდ სპორტსმენს დაეწერება და არა ეროვნულ ფედერაციებს, თუ მსოფლიოს ჩემპიონატზე სხვა სპორტსმენი წავა მაშინ ის განთესვაში არ მიიღებს მონაწილეობას.

რეიტინგის ლიდერი ბადის სათავეში განითესება, მეორე ნომერი ბადის მეორე ნახევრის ბოლოში, მესამე ნომერი ბადის მეორე ნახევარის სათავეში, მეოთხე ნომერი ბადის პირველი ნახევარის ბოლოში.

განთესილები საკვალიფიკაციო რაუნდისაგან განთავისუფლდებიან, თუ მხოლოდ 3 სპორტსმენს მოუწევს საკვალიფიკაციო ეტაპზე დასვენება მაშინ რეიტინგის მეოთხე ნომერი გაივლის საკვალიფიკაიო ეტაპს, თუ 2 ფალავანს მოუწევს საკვალიფიკაციოს გამოტოვება მაშინ რეიტინგის მესამე და მეოთხე ნომრები იჭიდავებენ საკვალიფიკაციო, ხოლო თუ ერთს მოუწევს მაშინ რეიტინგის ლიდერი დაისვენებს.

თუ ტოპ-ოთხეულიდან ერთ ან მეტი სპორტსმენი არ მიიღებს მონაწილეობას, მათ ადგილს რეიტინგის მომდევნო ადგილზე მყოფი მოჭიდავეები დაიკავებენ.

რეიტინგი თავისუფალი ჭიდაობა - Freestyle Rankings

რეიტინგი ქალთა ჭიდაობა - Women's Wrestling

რეიტინგი ბერძნულ-რომაული - Greco-Roman Rankings

www.wrestling.ge

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11471