ფეხბურთი

13:48 | 13.04.2017 | ნანახია [] - ჯერ

ზიდანი: “ჩვენ ვნახეთ დიდი რონალდუ, რომლის იმედი ყოველთვის მაქვს”

პორტუგალიელი ფეხბურთელის კრიშტიანუ რონალდუს დუბლმა “ალიანც არენაზე” თამაშის ბედი გადაწყვიტა და “სამეფო გუნდი” ერთი ნაბიჯით წინაა. “ბაიერნისა” და “რეალის” დაპირისპირების (1:2) შემდეგ თამაში მადრიდელთა მთავარმა მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა შეაფასა. მისი თქმით, ჯერ არაფერი გადაწყვეტილა და მეორე თამაში წინაა.

“ჩვენ მოვიგეთ მეორე ტაიმში. შეგვეძლო მეტი გოლი გაგვეტანა. რა თქმა უნდა, როდსაც კაცნაკლულ გუნდს ეთამაშები, დიდი უპირატესობა გაქვს. ამ თამაშში არაფერი გადაწყვეტილა. კარლო ანჩელოტი? ის ძალიან დიდი მწვრთნელია. კრიშტიანუ რონალდუ? ის ჩემგან დიდ პატივისცემას იმსახურებს, უფრო მეტიც, ჩვენ ვნახეთ დიდი რონალდუ, რომლის იმედი ყოველთვის მაქვს”, - თქვა ზიდანმა.

შეგახსენებთ, რომ განმეორებითი მატჩი 18 აპრილს, 22:45 საათზე გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112254