ფეხბურთი

12:53 | 13.04.2017 | ნანახია [] - ჯერ

კარლო ანჩელოტი: “ჩვენ ჯერ არ მოვმკვდარვართ”

გერმანიაში მასპინძლები დამარცხდნენ. “ბაიერნისა” და “რეალის” მატჩის შემდომ მიუნხენური გრანდის მთავარმა მწვრთნელმა, კარლო ანჩელოტიმ თამაში შეაფასა და თქვა, რომ ჯერ კიდევ ცოცხლები არიან.

“პირველ ნახევარში ბურთს კარგად ვაკონტროლებდით, მაგრამ ეფექტურები არ ვიყავით, გავაფუჭეთ თერთმეტმეტრიანი მაშინ, როდესაც ანგარიში უნდა გაგვეზარდა. თუმცა, რაც 10 კაცით დავრჩით, სცენარი შეიცვალა და დავმარცხდით. საპასუხო მატჩში შანსი გვექნება. ჩვენ ჯერ არ მოვმკვდარვართ – ჯერ კიდევ ცოცხლები ვართ. “რეალს” უკეთესი შანსი აქვს, თუმცა ვიმედოვნებ, რომ განმეორებით მატჩამდე გუნდს ლევანდოვსკი დაუბრუნდება. “იუვენტუსი” “ბარსელონა”? რაც იტალიელებმა გააკეთეს, ეს ჩემთვის სიურპრიზი არ ყოფილა, გასაოცარი უფრო ის იყო, რაც კატალონიელებმა გააკეთეს”, -თქვა ანჩელოტიმ.

შეგახსენებთ, რომ “ბაიერნისა” და “რეალის” განმეორებითი მატჩი 18 აპრილს, “სანტიაგო ბერნაბეუზე”, 22:45 საათზე გაიმართება.

0.117613