ფეხბურთი

14:55 | 13.04.2017 | ნანახია [] - ჯერ

რუდი ფიოლერის გოლები (VIDEO)

1960 წლის 13 აპრილს დაიბადა რუდი ფიოლერი. გერმანიის ნაკრების, ბრემენის “ვერდერის,” ლევერკუზენის “ბაიერის,” მარსელის “ოლიმპიკისა” და “რომას” ფეხბურთელი. 1990 წლის მსოფლიოს ჩემპიონი. გერმანიის ნაკრებში ჩაატარა 90 მატჩი, გაიტანა 47 გოლი (8 მუნდიალის ფინალურ სტადიაზე). აგრეთვე მონაწილეობდა მსოფლიოს 1986, 1994 და ევროპის 1984, 1988 და 1992 წლების პირველობებში. 1986 წელს გახდა მსოფლიოს პირველობის, 1992-ში კი ევროპის პირველობის ვიცე-ჩემპიონი. 1993 წელს “ოლიმპიკთან” ერთად ჩემპიონთა ლიგაში გაიმარჯვა. 1990 წელს გახდა გერმანიის ჩემპიონი, 1983-ში კი ბუნდესლიგის საუკეთესო ბომბარდირი. მოპოვებული აქვს იტალის თასი. წვრთნიდა გერმანიის ნაკრებს, რომელიც 2002 წლის მუნდიალის ფინალში გაიყვანა. ასევე, სათავეში ედგა “რომას” და ლევერკუზენის "ბაიერს". ამჟამად ლევერკუზენელთა სპორტული დირექტორია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.145771