ისტორია

9:54 | 13.04.2017 | ნანახია [] - ჯერ

13 აპრილი მსოფლიო სპორტის ისტორიაში

1960 - დაიბადა რუდი ფიოლერი. გერმანიის ნაკრების, ბრემენის “ვერდერის,” ლევერკუზენის “ბაიერის,” მარსელის “ოლიმპიკისა” და “რომას” ფეხბურთელი. 1990 წლის მსოფლიოს ჩემპიონი. გერმანიის ნაკრებში ჩაატარა 90 მატჩი, გაიტანა 47 გოლი (8 მუნდიალის ფინალურ სტადიაზე). აგრეთვე მონაწილეობდა მსოფლიოს 1986, 1994 და ევროპის 1984, 1988 და 1992 წლების პირველობებში. 1986 წელს გახდა მსოფლიოს პირველობის, 1992-ში კი ევროპის პირველობის ვიცე-ჩემპიონი. გფრ-ის ნაკრების 90 მატჩში გაიტანა 47 გოლი. 1993 წელს “ოლიმპიკთან” ერთად ჩემპიონთა ლიგაში გაიმარჯვა. 1990 წელს გახდა გერმანიის ჩემპიონი, 1983-ში კი ბუნდესლიგის საუკეთესო ბომბარდირი. მოპოვებული აქვს იტალის თასი. წვრთნიდა გერმანიის ნაკრებს, რომელიც 2002 წლის მუნდიალის ფინალში გაიყვანა. სათავეში ედგა “რომასაც”.

მნიშვნელოვანი ფაქტები

1896 - გერმანიაში დაარსდა ფეხბურთელთა კლუბი “ჰანოვერი”.

1924 - ლონდონის “უემბლის” სტადიონზე პირველად შედგა ინგლისისა და შოტლანდიის საფეხბურთო ნაკრებთა მატჩი. ტრადიციულ მოწინააღმდეგეთა შეხვედრას 37 250 მაყურებელი დაესწრო.

1934 - თბილისში გამოვიდა გაზეთ “საქართველოს ფიზკულტურელის” პირველი ნომერი. ეს საქართველოში პირველი სპორტული გამოცემაა და “ლელოს” წინამორბედად ითვლება.

1986 - “ფორმულა-1”-ის ხერეს დე ფრონტერას (ესპანეთი) გრან-პრი ბრაზილიელმა აირტონ სენამ (“ლოტუსი”) მოიგო. მან უშუალო მოწინააღმდეგეს 0.014 წამით გაასწრო.

1997 - “ფორმულა-1”-ის ბუენოს აირესის გრან-პრი ჟაკ ვილნევმა (“უილიამსი”) მოიგო.

1997 - ტაიგერ ვუდსი ყველაზე ახალგაზრდა გოლფისტი გახდა (21 წელი), რომელმაც მასტერზის ტურნირის მოგება შეძლო.

2002 - სანდერლენდის “ლაითის” სტადიონზე “ლივერპულთან” მატჩს 48 355 მაყურებელი დაესწრო. ეს “სანდერლენდის” საშინაო შეხვედრებზე დასწრების რეკორდია.

2005 - ბულგარეთის ქალაქ ვარნაში გამართულ თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ევროპის პირველობაზე, ბესო გოჩაშვილმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

2005 - გაირკვა ჩემპიონთა ლიგის მორიგი ორი ნახევარფინალისტის ვინაობა. შემდგომ ეტაპზე თამაშის უფლება “ლივერპულმა” და პსვ-მ მოიპოვეს. პირველმა მათგანმა ორი მატჩის ჯამში ტურინის “იუვენტუსი” დაჯაბნა, ხოლო პსვ-მ გზიდან “ლიონი” ჩამოიცილა.

2006 - “ატლანტა ჰოუქსი” “ჩიკაგო ბულზთან” დამარცხდა (90:96). ჯორჯიელთა ქართველმა ცენტრმა ზაზა ფაჩულიამ ორმაგი დუბლი შეასრულა – მან 12 ქულა მოაგროვა, 10 მოხსნა, 1 პასი, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება განახორციელა.

2006 - საქართველოს კრივის ფედერაციის პრეზიდენტად კახეთის რეგიონის იმჟამინდელი გუბერნატორი პეტრე ცისკარიშვილი დაინიშნა. ამ პოსტზე მან გიორგი კანდელაკი შეცვალა.

2008 - გელზენკირხენის “შალკეს” მთავარმწვრთნელობიდან მირკო სლომკა გადადგა.

2010 - ბაქოში მიმდინარე თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ევროპის ჩემპიონატზე ოთარ თუშიშვილმა (66 კგ) ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

2012 - რაულ ცირეკიძე ძალოსნობაში ევროპის ჩემპიონი გახდა.

ამ დღეს დაიბადნენ

1877 - გრენვილ მორისი. უელსელი ფორვარდი. გამოდიოდა “ნოტინგემ ფორესტში” და გატანილი გოლების რაოდენობით (199) საკლუბო რეკორდი აქვს დამყარებული.

1908 - ალბერტო სოსაია. 1930-იან წლებში არგენტინელი გოლეადორი. არგენტინის ჩემპიონატის 183 მატჩში გაიტანა 144 გოლი. ორჯერ გახდა ქვეყნის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი.

1911 - ივან ხიტრეცი. 1930-იან წლებში იუგოსლავიის ნაკრების წევრი. სამხრეთსლავთა ნაკრების 14 მატჩში გაიტანა 9 გოლი. 100 მეტრს გარბოდა 12 წამში (იმდროინდელი მსოფლიო რეკორდი 10.3 წამი იყო). ზაგრების “დინამოს” საფეხბურთო სკოლა ხიტრეცის სახელს ატარებს.

1937 - ჟოზე აუგუსტუ. პორტუგალიის ნაკრებისა და ლისაბონის “ბენფიკას” ფორვარდი. მსოფლიოს 1966 წლის ჩემპიონატის პრიზიორი. ნაკრების 45 მატჩში გაიტანა 9 გოლი. ორჯერ მოპოვებული აქვს ჩემპიონთა თასი, რვაჯერ პორტუგალიის პირველობა, ოთხჯერ – ქვეყნის თასი.

1951 - ივანო ბორდონი. 1970-80-იან წლებში იტალიის ნაკრებისა და მილანის “ინტერის” მეკარე. “სკუადრა აძურაში” ჩაატარა 21 მატჩი. იტალიის ორგზის ჩემპიონი და თასის სამგზის მფლობელი. 1977 წელს თბილისში “დინამოს” წინააღმდეგ უეფას თასის ოცდამეთორმეტედფინალის განმეორებით მატჩში იასპარეზა. თამაში 0:0 დასრულდა.

1951 - იოაჰიმ შტრაიხი. გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის საფეხბურთო ნაკრებში ჩაატარა ყველაზე მეტი მატჩი (98) და გაიტანა ყველაზე მეტი გოლი (53). გდრ-ის ობერლიგაში ჩაატარა 378 შეხვედრა, გაიტანა 229 გოლი. “მაგდებურგის” შემადგენლობაში 1974 წელს მოიპოვა თასების თასი. მსოფლიოს 1974 წლის ჩემპიონატის მონაწილე.

1954 - რობერტო დინამიტი. 1970-80-იან წლებში ბრაზილიის ნაკრებისა და “ვასკო და გამას” ფორვარდი. ბრაზილიის ნაკრების 47 მატჩში გაიტანა 25 გოლი. ბრაზილიის ორგზის, რიო დე ჟანეიროს შტატის ოთხგზის ჩემპიონი. ბრაზილიის ჩემპიონატებში გატანილი აქვს 190 გოლი, რაც სარეკორდო მაჩვენებელია. Oრჯერ გახდა ბრაზილიის პირველობის საუკეთესო ბომბარდირი. სხვადასხვა ტურნირებში ჩაატარა 758 შეხვედრა, გაიტანა 470 გოლი. “ვასკო და გამას” ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელი და ბომბარდირი.

1960 - რუდი ფიოლერი. გერმანიის ნაკრების, ბრემენის “ვერდერის,” ლევერკუზენის “ბაიერის,” მარსელის “ოლიმპიკისა” და “რომას” ფეხბურთელი. 1990 წლის მსოფლიოს ჩემპიონი. გერმანიის ნაკრებში ჩაატარა 90 მატჩი, გაიტანა 47 გოლი (8 მუნდიალის ფინალურ სტადიაზე). აგრეთვე მონაწილეობდა მსოფლიოს 1986, 1994 და ევროპის 1984, 1988 და 1992 წლების პირველობებში. 1986 წელს გახდა მსოფლიოს პირველობის, 1992-ში კი ევროპის პირველობის ვიცე-ჩემპიონი. გფრ-ის ნაკრების 90 მატჩში გაიტანა 47 გოლი. 1993 წელს “ოლიმპიკთან” ერთად ჩემპიონთა ლიგაში გაიმარჯვა. 1990 წელს გახდა გერმანიის ჩემპიონი, 1983-ში კი ბუნდესლიგის საუკეთესო ბომბარდირი. მოპოვებული აქვს იტალის თასი. წვრთნიდა გერმანიის ნაკრებს, რომელიც 2002 წლის მუნდიალის ფინალში გაიყვანა. სათავეში ედგა “რომასაც”.

1960 - ელენა ვოლკოვა. საბჭოთა ფრენბურთელი. 1988 წლის ოლიმპიური ჩემპიონი.

1962 - ნელსონ გუტიერესი. 1983-95 წლებში ურუგვაის ნაკრების მცველი. ნაკრების შემადგენლობაში ჩაატარა 56 მატჩი. სამჯერ გახდა სამხრეთ ამერიკის ჩემპიონი. ურუგვაის ხუთგზის ჩემპიონი. ორ-ორჯერ მოიპოვა ლიბერტადორესისა და საკონტინენთთაშორისო თასები.

1963 - გარი კასპაროვი (გარი ვაინშტეინი). მსოფლიოს მე-13 ჩემპიონი ჭადრაკში. პლანეტის ექვსგზის ჩემპიონი, ოლიმპიადის შვიდგზის გამარჯვებული გუნდურ ჩათვლაში. “საჭადრაკო ოსკარის” 11-გზის მფლობელი. კასპაროვმა პირველი ტიტული 1976 წელს თბილისში მოიპოვა, როდესაც ჭაბუკთა შორის საბჭოთა კავშირის ჩემპიონი გახდა. რამდენიმე წელიწადია, რაც კასპაროვმა საჭადრაკო კარიერა მიატოვა, რის გამოც FIDE-მ საკუთარი რეიტინგიდან ამოიღო. ამჟამად იგი აქტიურადაა ჩაბმული რუსეთის პოლიტიკურ ცხოვრებაში და ხელისუფლების რადიკალურ მოწინააღმდეგედ ითვლება.

1963 - ალი ბუმნიჟელი. ტუნისელი მეკარე. თავისი ქვეყნის ეროვნულ ნაკრებში ჩაატარა 51 მატჩი. მსოფლიოს 2006 წლის ჩემპიონატზე იყო ტურნირის ყველაზე ხანდაზმული მონაწილე.

1968 - კობა გულიაშვილი. ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში (62 კგ) მსოფლიოს თასის მფლობელი (1991). ატლანტის 1996 წლის ოლიმპიადაზე პირველ ორ წრეში დიდი უპირატესობით დაამარცხა სომხეთისა და უზბეკეთის წარმომადგენლები, მესამეში წააგო პოლონელ ფალავანთან, მომდევნო ორ პაექრობაში სძლია რუს და ბულგარელ მოჭიდავეებს, ხოლო მესამე ადგილისათვის გამართული ბრძოლა თურქ მეჰმედ ფირიმთან წააგო.

1970 - ჰარი ჩარლზი. უელსის ნაკრების, “ბენფიკასა” და “ვესტ ჰემის” ფეხბურთელი.

1970 - სილვესტერ ცოლანი. უნგრელი ტანმოვარჯიშე. მხატვრულ ტანვარჯიშში ოლიმპიური ჩემპიონი.

1978 - კარლეს პუიოლი. ესპანეთის ფეხბურთელთა ნაკრებისა და “ბარსელონას” მცველი. მსოფლიოს 2010 წლის ჩემპიონი. 2008 წელს გახდა კონტინენტის ჩემპიონი. კატალონელთა კლუბის კაპიტანია. ესპანეთის ხუთგზის ჩემპიონი (2005, 2006, 2009, 2010, 2011). პუიოლი აგრეთვე ჩემპიონთა ლიგის სამგზის გამარჯვებული (2006, 2009, 2011) და ესპანეთის სუპერთასის სამგზის მფლობელია. 2009 წლის მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონი და 2006 წლის მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის ფინალისტი. 2009 წელს მოიპოვა ევროპის სუპერთასი და ესპანეთის “სამეფო თასი”. სიდნეის 2000 წლის ოლიმპიადის ვერცხლის პრიზიორი. 2002 წლის ევროპის საუკეთესო განაპირა მცველი. მონაწილეობდა მსოფლიოსა (2002, 2006) და ევროპის (2004, 2008) ჩემპიონატებში. ესპანეთის ნაკრებში ჩაატარა 99 მატჩი, გაიტანა 3 გოლი. “ბარსელონას” რიგებში ჩატარებული აქვს 450-ზე მეტი ოფიციალური მატჩი. კატალონიურ კლუბში პუიოლის ყოველკვირეული ხელფასი 71 ათას ევროს შეადგენს. კატალონიის ნაკრებში ჩაატარა 4 მატჩი.

1981 - იური ბორზაკოვსკი. 800 მეტრზე რბენაში 2004 წლის ოლიმპიური ჩემპიონი.

1982 - ანა სივკოვა. ფარიკაობაში 2004 წლის ოლიმპიური ჩემპიონი.

0.116479